თემურ შაშიაშვილი ოზურგეთშია

დამატებულია: 2018-09-08
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ამომრჩევლებს შეხვდა. მიმდინარეობს კანდიდატის მხარდამჭერთა რეგისტრაცია.

თემურ შაშიაშვილი გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა:

„პრეზიდენტის არჩევნებში შესაძლოა ვინმეს კანდიდატობა გაგიკვირდეთ, მაგრამ მსოფლიოში გუბერნატოროს კანდიდატობა არ უკვირთ. ამერიკაში 20 წელი მაინც თუ არ იცნობს საზოგადოება პიროვნებას, მას არ აირჩევენ; ჩინეთი იმითაა ძლიერი, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანს ანდობენ დიდ თანამდებობას; იაპონიაც ამ გზით მიდის; გერმანიაში ხედავთ ანგელა მერკელს. ჩვენ არ შეიძლება გამოცდილ ადამიანს 20 წლით შეუმცირო საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასაკი და გამოუცდელ ადამიანებს 20 წლით ადრე მივცეთ ამის საშუალება. მე ერთხელ ვთქვი, მიხეილ ჭკუასელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნება იყო და იცნობთ აქ მას, მაგრამ შევარდნაძემ იგი 15 წლით ადრე დანიშნა მაღალ თანამდებობაზე და იცით სადაა იგი. დაკარგეს ერთი კარგი პიროვნება.

დღეს წყალგამყოფია. ხან ქართული ძალა იმარჯვებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხან ანტიქართული ძალები. მე მივმართავ გურიას, რომ ჩემთვის ანტიქართულია ყველა ის ძალა, რომელიც იმართება გარედან და რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან.ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს. მე მათ დებატებში ვიწვევ.

ქუთაისის უნივერსიტეტში უგამოცდოთ ვიღებდით და უფასოდ სწავლობდნენ სტუდენტები, 500 დოლარით ვაფინანსებდით თითოეულ სტუდენტს; მასწავლებლები ქუთაისში ხელფასზე ერთი ლარით მეტს იღებდნენ, ვიდრე ქალაქის მერი; ჩვენ ახალგაზრდების სწავლასთან, დასაქმებასთან, პენსიონერების პენსიასთან დაკავშირებით ჩვენს ხედვებს მთელ საქართველოს გავაცნობთ. მე რასაც ვისაუბრებ, მაქვს გაკეთებული, ხოლო სხვა კანდიდატები პირდებიან მხოლოდ ხალხს. რაც არ გამიკეთებია, იმაზე არ ვსაუბრობ “_განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ საუბარში თემურ შაშიაშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.