„ვფიქრობ, ეს გამოცდილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოგვადგება“

დამატებულია: 2018-09-24
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო\\\"ს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა ჩხიკვიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მასთან ერთად, ქართველი დელეგატები აშშ-ს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპებს ეცნობიან. სამუშაო ვიზიტი აშშ -ს მიერ დაფინანსებული პროგრამა ,,OPEN WORlD\\\" (ღია სამყაროს) ფარგლებში მიმდინარეობს.

პროგრამაში ჩასართავად წარდგენილი იყო კანდიდატები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, თუმცა საელჩომ მათგან მხოლოდ 5 დელეგატი შეარჩია.

მათ შორის ერთ-ერთი მარიკა ჩხიკვიშვილია. როგორც მან \\\"ალიონთან\\\" საუბარში განმარტა პროგრამა ძალიან საინტერესოა.

_„ეს პროგრამა შესაძლებლობას მაძლევს ვავეცნოთ ისეთი ქვეყნის მუნიცილალიტეტების მართვის პრინციპებს,როგორიც ამერიკაა. აქ პირადად ვხვდებით მუნიციპალიტეტის მმართველ პირებს და ისინი სიამოვნებით გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, რაც ვფიქრობ ძალიან გამოგვადგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სიახლეების დანერგვისათვის,“- ამბობს მარიკა ჩხიკვიშვილი.

იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებსაც უზიარებს ილინოისის შტატის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს.

_„მათ ვესაუბრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე გავაცანი იმის შესახებ, რონ ჩვენი მუნიციპალიტეტი, საქართველოში 2017 წელს ყველაზე ღია მუნიციპალიტეტად დასახელდა, ჩვენი საკრებულოს სხდომები პირდაპირ გადაიცემა,რაც მოქალაქეთა ჩართულობისა და ღიაობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

OPEN WORlD\\\" (ღია სამყაროს)პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები გრძელდება და ვფიქრობ,ნაყოფიერი იქნება ეს ვიზიტი ამერიკაში,რომელიც განვითარებადია და ამ პროგრამაში მონაწილე დელეგატებს საშუალება გვექნება მივიღოთ მონაწილეობა აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში,რომელიც უშუალოდ პროგრამის მონაწილეებისთვის ცხადდება ,რაც საშუალებას გვაძლევს,წარდგენილო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში განვახორციელო პროექტი,რომელიც განავითარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“-გვიპასუხა მარიკა ცხიკვიშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.