პოლიტიკური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

დამატებულია: 2018-09-24
picture1

თქმა არ უნდა, როგორც ნებისმიერი სხვა, ისე საპრეზიდენტო არჩევნებიც, ციებ-ცხელებით ჩაივლის და სწორედ აქედან გამომდინარე, ცნობისმოყვარე საზოგადოება იმის ძიებაშია ვის შეეყრება ციება, ვის კიდევ - ცხელება და საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს.

მოკლედ, საინტერესოდ მივიჩნიეთ, მკითხველისათვის გაგვეცნო როგორ ემზადებიან, როგორ უყურებენ კარსმომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებს ოზურგეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, მათი აზრით, რამდენად სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდება ეს არჩევნები და რა უპირატესობა აქვთ მათ კანდიდატს სხვებთან შედარებით.

მერაბ ჭანუყვაძე ( „ქართული ოცნება“ - დემოკრატიული საქართველო): ინტენსიურად ვმუშაობთ და ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას. ქალბატონი სალომე არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და პირნათლად შეასრულებს მისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი პარტიის ხელისუფლების პირობებში არჩევნები კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ტარდება. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება ამის გარანტი.

მიხეილ გოგოტიშვილი ( „ევროპული საქართველო“): ევროპული საქართველოს ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციამ, ისევე როგორც მთელმა ევროპულმა საქართველომ, დავიწყეთ წინასაარჩევნო მზადება, პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონი დავით ბაქრაძის წარდგენის დღიდან. შეიქმნა რაიონული შტაბი.

არჩევნები, სავარაუდოდ, ისევე, როგორც „ოცნების“ მიერ ჩატარებული გასული არჩევნები, არათანასწორ და არაობიექტურ გარემოში ჩატარდება, ვინაიდან „ოცნება“ მის მიერ მოწონებული, საკმაოდ სუსტი დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს რაც გამოიხატება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს ზეწოლებითა და სხვადასხვა აქტივობებით ხელისუფლების მხრიდან.

დაკომპლექტებულია, საარჩევნო კომისიები, 62-ვე საუბნო საარჩევნო კომისიაში გვყავს პროფესინალი წევრები და პარტიის წარმომადგენლები. დაწყებული გვაქვს პლაკატების გაკვრა და ფლაერების დარიგება მოსახლეობაში. ვაწარმოებთ კარდაკარ შეხვედრებსა და შეხვედრებს, ვემზადებით დიდი შეხვედრისათვის 28 სექტემბერს მერიის წინ მდებარე პარკში, სადაც ჩამობრძანდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ბატონი დავით ბაქრაძე.

ბატონი დავით ბაქრაძე, უალტერნატივო კანდიდატია რეალური პროგრამით, რომელსაც აქვს ძალა, უნარი და უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება რომ გამოიყვანოს ქვეყანა ჭაობიდან და ნორმალური განვითარების რელსებზე დააყენოს საქართველო. მას არც ერთი წუთით არ მიუტოვებია სამშობლო და ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის.ჰყავს სანიმუშო ოჯახი და არის ქართული ტრადიციების დამცველი მთელ მსოფლიოში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დარწმუნებული ვარ ჩვენი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას. ქალბატონი სალომე არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და პირნათლად შეასრულებს მისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი პარტიის ხელისუფლების პირობებში არჩევნები კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ტარდება. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება ამის გარანტი.

ქალბატონი სალომე არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და პირნათლად შეასრულებს მისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი პარტიის ხელისუფლების პირობებში არჩევნები კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ტარდება. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება ამის გარანტი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი პარტიის ხელისუფლების პირობებში არჩევნები კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ტარდება. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება ამის გარანტი.

დავით მჟავანაძე (გაერთიანებული ოპოზიცია): გვაქვს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. ვხვდებით ამომრჩეველს, ვაცნობთ პროგრამას, რომელსაც სთავაზობს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. შეხვედრებზე ნათლად ჩანს, რომ ხალხი მზად არის ცვლილებისთვის. ამასთან შეგუება მოუწევს ხელისუფლებას და იმ კანდიდატს, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით უამრავ ადამიანს და ვაწყდებით უამრავ პრობლემას. ეს პრობლემები ჩემთვის, როგორც საკრებულოს დეპუტატისთვის, არ ყოფილა უცხო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოლოდინსაც კი აჭარბებს. ხალხის სიდუხჭირე, შიმშილობა, მოხსნილი სოციალური დახმარება. ადამიანები ქვეყნიდან გაქცევით და სხვა ქვეყანაში დასაქმებით ცდილობენ ოჯახების გამოკვებას. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა ხელისუფლების დიდი წვლილია. მათი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგია ეს ყველაფერი. ზუსტად ვიცი, რომ ეს იქნება ის არჩევნები, როცა ხელისუფლებას ხალხი ეტყვის უარს.

სახელისუფლებო რესურსი უკვე გამოყენებულია. ასევე აქტიურად არის ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისია. ზურაბიშვილი არის ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი. არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არსებობს. ეს არის `ქართული ოცნების~ კანდიდატი, რომელიც არის რუსული სპეცსამსახურის ნომრიანი აგენტი. ასეთ კანდიდატს უჭერს ხელისუფლება დღეს მხარს. ცდილობენ ყველა მეთოდით და გზით გაამარჯვებინონ სასურველ კანდიდატს. ამიტომ უკვე დაიწყეს არჩევნების გაყალბება. უბნებზე გადაანაწილეს `ქართული ოცნების~ აქტივისტები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ეს ორმხრივად მომგებიანი მათთვის, რადგან, პირველი ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული ვალდებულება ხმის მიცემის თავის გარემოცვასთან ერთად და ამავდროულად ისინი ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის. ამაზე დიდი რესურსი რაღა შეიძლება გამოიყენონ. რა თქმა უნდა, გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან დანაშაულებრივი გზებით რუსული სპეცსამსახურის აგენტი გახადონ პრეზიდენტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზდენტს ძალიან დიდი ფუნქცია ეკისრება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ გავითვალისწინებთ რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ და არა მარტო ამ კუთხით გრიგოლ ვაშაძეს, დავრწმუნდებით, რომ მას აქვს ძალიან დიდი შანსი. ვფიქრობ, როცა საუბარია გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილზე, სასაცილოა ზურაბიშვილი იყოს ვაშაძის კონკურენტი. ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ვაშაძის წვლილი თუნდაც საომარი მდგომარეობის დროს, მინისტრობის დროს. სასაცილოც კია მოღალატის და გამყიდველის მასთან შედარება. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ხელის გადაგრეხით და ძალისმიერი მეთოდებით თუ მოაგროვებს ხმებს თორემ უშუალოდ `ქართული ოცნების~ აქტივისტებიც კი მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი.

დავით მამალაძე (,,ლეიბორისტული პარტია”): დიდი მოლოდინები გვაქვს ჩვენი კანდიდატის შანსებთან დაკავშირებით. უალტერნატივო კანდიდატია შალვა ნათელაშვილი, იმიტომ, რომ თვითონ „ოცნების“ აქტივისტებიც არ უჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს. ბაქრაძე და ვაშაძე ხმებს ერთმანეთს აძლევს და ვინღა დარჩა?! ხალხი თუ მასობრივად მოვიდა არჩევნებზე, პირველივე ტურში გაიმარჯვებს შალვა ნათელაშვილი.

წინასაარჩევნო გარემოს რაც შეეხება, მატერიალური თვალსაზრისით, იცით ჩვენი მდგომარეობა, სხვასთან შედარებით. ბურჟუაზია აფინანსებს მის სატელიტ პარტიებს და კანდიდატებს. ჩვენ ვართ ხალხის იმედად. რაც შეეხება ურთიერთობებს, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, ჩვენი ბრენდი გვაქვს მთელს საქართველოში. დაგვიჭერენ მხარს, გადავარჩენთ ერს, არ დაგვიჭერენ და მერე იხადონ კიდე 30 წელი პროცენტიანი ვალები და ემსახურონ ბურჟუაზიას. შალვა ნათელაშვილი ან სხვა დანარჩენი, ასეთია გარემოება. დანარჩენი კანდიდატები ყველა ერთია ჩვენთვის.

გოჩა ძიმისტარიშვილი (,,თავისუფალი საქართველო~): ეს არჩევნები არის ფარსი. იმიტომ, რომ არჩევნებს ატარებს ხელისუფლება, რომელიც არის ყალბი და ცდილობს, გააყალბოს არჩევნებიც. ყველაფერი ამის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი. არანაირი ობიექტური არჩევნები არ იქნება, გამორიცხულია. ჩვენ იძულებულები ვართ, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, არ არის გამორიცხული გაერთიანდეს ეროვნული ფრთა კახა კუკავას ირგვლივ და შასაძლებელია გავიდეთ მეორე ტურში, თუმცა, ეს ძალიან რთული იქნება. მეორე ტური ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. შამწუხაროდ, არჩევანს აღარ გვიტოვებენ, პირდაპირ წახვალ სალომე ზურაბიშვილია, მარჯვნივ წახვალ - ვაშაძე, მარცხნივ - მეჩანგლე ბაქრაძე. ჩემი აზრით, ამ არჩევნებს საერთოდ არ აქვს აზრი, ერთადერთი მოთხოვნა ერის, ბერის, მთელი ქვეყნის, უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ყოველგვარი გაყალბების გარეშე. ეს იქნება ყველაზე სწორი. ჯობდა `ოცნებას~ თავისი კანდიდატი დაეყენებინა. ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერენ მხარს. ეს საზოგადოების მასხრად აგდებაა. ხელისუფლება თავის რესურსს მაქსიმალურად მოახმარს ზურაბიშვილს. ასეთმა დამოკიდებულებამ `ოცნების~ ისედაც ცუდ ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედა.

ავტორი: მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.