უფასო პოლიტიკური რეკლამა
გუშინ, დაბა ურეკის კულტურის სახლში, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. მან სხვა თემებთან ერთად მის წინააღმდეგ გაჩაღებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ისაუბრა:
_„ყველა კუთხიდან მოდის შეტევები. ბოლო იყო თურმე, არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების. აზრზე არ ვარ საიდან მოიტანეს. ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ყველა ჩემი წინაპრისთვის. ნიკო ნიკოლაძემ საფუძველი დაუდო ტაძრის მშენებლობას ფოთში; მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად დააარსა ის ერთადერთი ქართული მართმადიდებლური ეკლესია მთელ თავისუფალ სამყაროში, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა. ეს ადამიანები არა მხოლოდ დამოუკიდებლობის იდეას იცავდნენ, ასევე იცავდნენ ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას, რადგან ეკლესია, დამოუკიდებლობა, სახელმწიფო განუყოფელია ერთმანეთისგან საქართველოს ისტორიაში. შემთხვევითი არ არის ალბად, რომ ეს კარგად ორგანიზებული კამპანია უტევს სამივე ელემენტს _ ენას, მამულს, სარწმუნოებას.
პრაქტიკულად აზრი არ აქვს დაიწყო თავდაცვითი პასუხები, მაგრამ ერთი რამ არის კიდევ უფრო შემაწუხებელი და შემაშფოთებელი: ეს არის ის ნაწილი, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. ბოლო 15-16 წლის მანძილზე ქართულმა საზოგადოებამ გამიცნო და მეტნაკლებად იცის რა უნდა იფიქროს ჩემზე, მაგრამ ეს დისკრედიტაცია ვრცელდება გარეთ. იქაც მიცნობენ და ძნელია ჩემზე გაავრცელო აზრი, რომ ვარ პრორუსული, პუტინის ან ვინმეს აგენტი, მაგრამ ვრცელდება ბევრად უფრო რთული ტექსტი, რომ თურმე საქართველოში დღეს ორი ძალა არის დაპირისპირებული, რომელსაც აქვს ორი სხვადასხვა ნარატივი ომზე, რომ ერთი იცავს რუსულ ვერსიებს და მეორე ქართულს თუ პატრიოტულს; რომ საქართველოში ამ თემებზე არის ბუნდოვნება. ეს გარეთ გატანილი არის საზიანო ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის და მისი მომავლისთვის. სწორედ იმ დროს, როცა ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ვიტყოდი ბოლო ნაბიჯებს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ. როცა იქ ჩვენს საყრდენს უტევენ და უცხოელებისთვის საქართველო რაღაც სხვანაირად გამოიყურება, ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე შედეგის მომტანი. მე მახსენდება ჩვენი ისტორიის ის მომენტი დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-1920 წლები: უცხოელებს ჰყავდათ კონსულები და აკვირდებოდნენ საქართველოს და ის ფაქტი რომ ზოგიერთი ძალები საქართველოში დამოუკიდებლობის მიმართ ისეთი მყარები არ იყვნენ, ზოგი თვლიდა რომ „ძმაა რუსეთი“, „ძმაა ინტერნაციონალი“ და ა.შ. ამან შემოიტანა გაურკვევლობა ჩვენ ევროპულ პარტნიორებში და ცოტაოდენ დააგვიანა იმ დახმარებამ, რომელიც უნდა შემოსულიყო 1921 წლის თებერვალში, როგორც კი მეთერთმეტე არმიამ დაიწყო შემოსვლა საქართველოში. იმ დროს თქმა, რომ რუსეთი ბევრად ძლიერი იყო საქართველოზე და გარდაუვალი იყო დამარცხება არ იყო სწორი. იმ დროს მე-11 არმია იყო საწყის ეტაპზე და რესურსები აკლდათ. ასე, რომ ბრძოლას აზრი ჰქონდა, მაგრამ ის დახმარება, რაც ჩვენი ჯარებისთვის აუცილებელი იყო, წამოვიდა გვიან, როცა უკვე ჯარი უკან დახეული იყო და ბრძოლა დამთავრებული.. ამიტომ, ამ კამპანიას, რომელიც ტარდება საზღვარგარეთ, არჩევნების გამო, მაგრამ სინამდვილეში არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი, ჩემთვის მიუღებელია. დანარჩენს ვიტან ავიტან და ამის მიუხედავად გავიმარჯვებთ ერთად.
მეორე შედეგი ამ უაზრო კამპანიის არის, დამაზიანებელი უკვე შიგნით, ჩვენი პოლიტიკური მომავლისთვის. საქმე იცით რაშია, პრაქტიკულად ის სერიოზული თემები რაც უნდა მოვიტანო თქვენამდე, რაც უნდა იყოს კამპანიის თემები, პრიორიტეტები და ბევრი რამე ასახსნელი თუ როგორი პრეზიდენტი ვიქნები ამის მოტანა თქვენამდე, ჭირს, რადგან აგერ ხედავთ ტელევიზიებს ვითომ დგანან და იწერენ. სინამდვილეში რას იწერენ, როგორც კი ვინმე გამოვარდება მოვარდებიან ტელევიზიები, გაჰყვებიან გარეთ იქ, შეეკითხებიან რა გინდოდათ და მერე სხვებს დაუსვამენ კითხვას რა მნიშვნელობა ქონდა ვითომცდა ამ სკანდალურ მოვლენას.
ეს მეორდება პრაქტიკულად ყველა შეხვედრის დროს. ან მე მეკითხებიან მართლა მოღალატე ხართ? დაახლოებით ასეთი კითხვებია ძალიან `შინაარსიანი‘‘. თუნდაც ისეთი ტელევიზიებიდან, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებას და რომლისგანაც თქვენ ალბად ელოდებით, მოიტანონ თქვენამდე საარჩევნო კამპანიის თემები და შესაძლებლობა გქონდეთ შეადაროთ კანდიდატების თემები ერთმანეთთან. ეს არის დემოკრატიაში არჩევნების არსი. როგორც კი ეს შეუძლებელი ხდება სივრცე აღარ არის სადაც შეიძლება დისკუსია შედგეს. ალბათ ამით ღარიბდება ჩვენი საარჩევნო კამპანია. და თუ საარჩევნო კამპანია ღარიბდება, ღარიბდება ასევე ჩვენი დემოკრატია. და ეს არის ძალიან სამწუხარო. მას თქვენ უფრო კარგად გაიგებთ ვიდრე სხვა რაგან გურული საზოგადოება არის პოლიტიკურად სხვანაირად მომზადებული. ეს არის ცოცხალი საზოგადოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაზე უფრო გვაკლია და ეს არის შედეგი იმ რეჟიმის, რომელიც იყო ადრე საბჭოთა კავშირის დროს. თუმცა იქაც იყო საშუალება, რაღაც ფორმით ყოფილიყო პოლიტიკური დისკუსიები, აზრთა გაცვლა, კრიტიკული აზრები და იმის ანალიზი რა ხდებოდა რეალურად და რაც იყო მოტანილი მხოლოდ ოფოციალური საინფორმაციო არხებით.
გურია ყოველთვის იყო ცნობილი ამით თავისი თავისუფლებით.“_განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის გამოსვლისას.