`პრეზიდენტმა, როცა უცხოეთში ჩავა, ხელი უნდა მოკიდოს ბიზნესმენს, ჩაისვას თვითმფრინავში და საქართველოში ჩამოიყვანოს~

დამატებულია: 2018-10-01
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ოზურგეთში გრანდიოზულად დახვდნენ. კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრი სრულად იყო გადავსებული მხარდამჭერებით, რომლებიც მაისურებით, პლაკატებით და დროშებით `შეიარაღებული~ ელოდნენ რჩეულს. დავით ბაქრაძე სცენაზე ავიდა, ტაში დაუკრეს, შეძახილები მიაგებეს, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატმა `ტაში და გურული დახვედრა მერე რამდენიმე წუთში, თავიდან შემოვალ~ და პირდაპირი ეთერის თანხლებით გაგაცნობთ ჩემს საარჩევნო პროგრამასო~. ნახევარ საათში დავით ბაქრაძე ხელახლა შემოვიდა. ტაში და ოვაცია მართლა იყო პირვანდელზე მეტი.

`მიხარია რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა დავილაპარაკოთ ჩვენს მომავალზე და იმაზე თუ როგორ უნდა შევძლოთ ყველა ჩვენგანმა, საქართველოს ხვალინდელი დღე, თითოეული ჩვენგანის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და ყველამ ერთად შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა, ცხოვრება და მომავალი უკეთესობისკენ.~ - მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ზოგადად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და პრეზიდენტის უფლებებზე: -რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები? მე ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ მათ აღარ აქვთ მომავლის რწმენა, იმდენად არ მოწონთ დღევანდელი ცხოვრება, დღევანდელი მთავრობა, რომ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას. მინდა გითხრათ, არჩევნები ეკუთვნის, პირველ რიგში, იმ ხალხს, რომლებსაც არ მოწონს დღევანდელი ცხოვრება, ვისაც არ მოწონს დღევანდელი გაჭირვება, ვინც მოატყუეს, ვისაც საქმე არ გაუკეთეს, ვისაც გვერდით არ დაუდგა მთავრობა, ვინც ხედავს, რომ ქვეყანა წინ ვერ მიდის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს. ამ ხალხს ეკუთვნის, პირველ რიგში, არჩევნები. და თუ ეს ხალხის არ წავა არჩევნებზე, სხვები გადაწყვეტენ მათ მაგივრად ხვალინდელი დღეს. ნუ მისცემთ საშუალებას სხვებმა გადაწყვიტონ თქვენი ცხოვრება, ხვალინდელი დღე. ნუ გაუშვებთ შანსს, რადგან არჩევნებია, რითაც ხალხს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება. არჩევნებზე არმისვლა არის მთავრობისთვის ნაჩუქარი ხმა.

რა შეიძლება კონკრეტულად გააკეთოს პრეზიდენტმა? იცით, რომ პრეზიდენტის უფლებები ბოლო წლებში ძალიან შეიზღუდა და შესუსტდა, მაგრამ პრეზიდენტს მაინც ბევრი რამე შეუძლია. მაგალითად, სამუშაო ადგილები. ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ პრეზიდენტს არ ეხება სამუშაო ადგილები. თუ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც კაბინეტში ჩაიკეთება და იტყვის, რომ კანონით სამუშაო ადგილები მე არ მეხება, მას მართლა კავშირი არ ექნება სამუშაო ადგილების შექმნასთან. მაგრამ როგორ შეიძლება პრეზიდენტს არ ეხებოდეს ყველაზე დიდი გაჭირვება, რაც ქვეყანაშია - უმუშევრობა. რათ გვინდა, მაშინ რისთვის ვირჩევთ ასეთ პრესიდენტს? ამიტომ, კაბინეტში დამჯდარი პრეზიდენტი კი არ გვინდა, გვინდა ისეთი, რომელიც ყველა თავის ვიზიტს გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოიყვანოს მეტი ინვესტორი, მეტი ბიზნესმენი. როცა უცხოეთში ჩავა, ხელი უნდა მოკიდოს ბიზნესმენს, ჩაისვას თვითმფრინავში და საქართველოში ჩამოიყვანოს. ასე რომ ჩამოიყვანს ათს, ასს, ხუთი მაინც გახსნის რაღაცას და ხალხს დაასაქმებს. - თქვა დავით ბაქრაძემ. სურათით.

ავტორი: მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.