ალიონი. გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ უპოვართა სასადილოში წინა ტენდერში გავრცელებული `ჩიხ-ურა~ (ხელმძღვანელი ეკა კობ-ერიძე) ბრუნდებოდა, გასულ პარასკევს, 12 ოქტომბერს, ხსენებული კვების ბლოკის ბენეფიციარებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სარიტუალო დარბაზ `ნატალიდან~ (სადაც ამჟამად ეს სასადილო ფუნქციონირებს)) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გადაინაცვლეს და განცხადებით მიმართეს გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კოტე შარაშენიძეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას:
`მოგახსენებთ უპოვართა ხალხის მდგომარეობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტენდერში გამარჯვებული ეკა კობერიძე, რომლის საქციელი არ შეესაბამება არავითარ ადამიანურ საქციელს. ისეთი საჭმელები კეთდებოდა, რომელიც ყოვლად დაუშვებელი იყო ადამიანს ეჭამა. რამდენჯერმე გა-მოვთქვით უკმაყოფილება, მაგრამ ისეთი ადამიანები ედგათ გვერდში, ვერ გავხდით ვერაფერი. დღესდღეობით დაუმთავრდა ტენდერის ვადა და ვინც დღეს ჩვენ გვერდში გვიდგას, გვაჭმევს ნორმალურად, გვექცევა ადამიანურად, ვღებულობთ საჭმელს უშიშრად და ვართ უაღრესად კმაყოფილი, ეს პიროვნება `ჩიხურადან~ ეკა კობერიძე იბრძვის ისევ დაგვაბრუნოს მის მონებად და ვიღაც-ვიღაცეების მხარდაჭერით გვებრძვის.
გთხოვთ, ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, მოგვხედოს და ეს დამნაშავე პიროვნებას მოთხოვოს პასუხი და ჩამოგვაცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხალხი არ დავუშვებთ მის მოსვლას~.
აქციის მონაწილეები `ალიონს~ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ირაკლი სირაძის კაბინეტში დახვდნენ:
ნანი გაჩეჩილაძე: მზარეულებს, რასაც ეუბნებოდნენ, იმას აკეთებდნენ. მენიუში ეწერა, ხმელი ლობიოსგან წვნიანი უნდა გააკეთებინა ის ლობიო კი მატ-ლიანი იყო. ბულიონში _ ხორცი უხარშავი, უფერული, უგემური. ამიტომ აღარ გვინდა ძველი სასადილო, სადაც ახლა ვართ, ის გვირჩევნია. გვაჭმევენ ჩახოხბილს, კომბოსტოს, კისელს, ფაფა რძეში გაკეთებულია, სოსისი, პიურე, კატლეტი, ფუნთუშები. თან ყველაფერი გემრიელია~.
თამარ ტაბატაძე: `მაქაური ხორცით მეშვიდეკლასელი შვილიშვილი მომეწამლა.~
რომან ჟღენტი: `ამ ხნის კაცი ვარ, რესტორნებისა და სასადილოების მეტი რა მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი~.
ნათია ღლონტი, საბანკეტო დარბაზ `ნატალის~ მფლობელი: `ტენდერი მოვიგე. 1,80 თეთრი იყო გათვალისწინებული დღიურ ნორმად. მყავს 170 ბენეფიციარი, რომლებიც ყოველდღე დადიან. მერე ერთი საბუთი არ ჩამითვალეს, რომელიც დარბაზის ბრუნვას ეხებოდა სრულყოფილი არ იყოო და გუშინ შემიწყვიტეს ხელშეკრულება. როცა ტენდერი მოვიგე, მეორე დღესვე მომწერეს, რომ დამატებითი საბუთი იყო საჭირო. ვადა მქონდა სამი დღე. მე მეორე დღესვე გავაგზავნე, მაგრამ მაინც ბათილად ცნეს. ითხოვდნენ გამოცდილებას, რაც რა თქმა უნდა მაქვს, ხუთწლიანი~.
ცავლინა აფხაზავა: `ძველ სასადილოში ადამიანებად არ გვთვლიდნენ. ავადმყოფ შვილთან რომ საჭმელს წავიღებდი და თავს მოვხდიდი, ყარდა ხორცი. მაგენთან რომ ვერაფერს გავხდი, ხორცის გამყიდველთან მივედი, იმან მითხრა, რა ვქნა დეიდა, რასაც მთხოვენ იმას ვაძლევო. ამის გარდა, სხვა პროდუქტებს ჩამოიტანდა და თვეები ეყარა. თუ რამეს ვიტყოდით, არ მოგწონთ და წაბრძანდით სახლშიო, გვპასუხობდნენ. მერიაში ვისაც უშუალოდ ეხებოდა ეს თემა, იყო თამრიკო დუმბაძე. რამდენჯერმე მივედი, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე მისი ნათქვამიდან. რამდენჯერაც მისი დახმარება. დამჭირდა, მატირა, მაყვირა ყოველთვის. როგორც კი მაგ ქალს, კობერიძეს დააბრუნებენ ავუჭედავთ კარს. მადლობელი ვარ კოტე შარაშენიძის, ირაკლი სირაძის ამათმა გაიგეს ჩვენი გულის ტკივილი და დაგვიდგნენ გვერდით. ამის თქმა დანაშაულია? ზოგს ეშინია ამის თქმა. მე არ მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ `ოცნების~ პარტიის წევრი ვარ~.
თამარ დუმბაძე, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი: `რაც კოტე შარაშენიძეა მერი, მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხება უფასო სასადილოსთან, ეს იყო 11 აპრილს, ნარი ჩავლეიშვილის განცხადება შემოვიდა სასადილოში არსებულ მდგომარეობაზე, მოხედეთ ამ სასადილოს მოსარგებლეებსო. განცხადება რეაგირებისთვის გადავუგზავნე ეკა კობერიძეს. საერთოდ, იგნორირებული ვარ ყველანაირად, ამიტომ არც შევსულვარ და შემიმოწმებია. იქიდან გამომდინარე, რომ მერთან კომუნიკაცია არ მაქვს, არანაირ პროცესებში არ ვარ ჩართული. მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ინსპირირებულია ეს პროცესი. იცის საზოგადოებამ, რა პროცესზეც ვლაპარაკობ, ყველა, საიაა თუ ომბუდსმენის აპარატი, ამას ამბობს, სიუჟეტიც გადაიცა, გამოძიება დაიწყო, დაკითხვაზეც ვიყავი. აბა რაა ეს? რა თქმა უნდა, მოყვებოდა შესაბამისი რეაქციები~.
ეკა კობერიძე, შპს `ჩიხურას~ დირექტორი: `რას ლაპარაკობთ, რა ცუდი ხორცი? ცოცხალ ხორცზე ვმუშაობდით. მე არაადეკვატურ ხალხთან საუბარს არ ვაპირებ. ანგაჟირებულები არიან პოლიტიკური მოტივებით. რა თქმა უნდა, მოეწონებოდათ ბენეფიციარებს შეცვლილი მენიუ, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს 10 წელი ერთი და იგივე მენიუ ყელში ამოუვიდა. ამას ადრეც ვამბობდი. ჩემი მხრიდან, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა მენიუს შეცვლაზე, ცდა არ დამიკლია. იძულებით მუნიციპალიტეტს ვერაფერს გააკეთებინებ. იმ მოცემულობით კი, რა მოცემულობითაც ტენდერი ჰქონდათ გამოცხადებული, 100 პროცენტით იღებდა ეს ხალხი მომსახურებას. ამიტომ მგონია, რომ ბენეფიციარებს სხვა ძალები ალაპარაკებენ.
არასწორია, რომ ახალი ტენდერი მოვიგე. უბრალოდ, მაგათი კომისიის გადაწყვეტილება გავასაჩივრე, რომლითაც გამარჯვებულად ცნეს ნათია ღლონტი. მითხრეს, რომ ვარ მართალი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება არის არაკანონიერი. მე რა შუაში ვარ? მე უბრალოდ ვარ სარჩელის შემტანი, განხილვა კი გააკეთა სახელმწიფო უწყებამ.
დღეს დამირეკა მუნიციპალიტეტის მერმა, მითხრა, თქვენ ვალდებულებები არ დაგრჩათ მუნიციპალიტეტშიო? ვუთხარი, რომ არანაირი ვალდებულება არავისთან არ დამრჩა-მეთქი. მერე, შესყიდვების გადაწყვეტილება სულ არ მაინტერესებს, მე ვწყვიტავ, ვის დავაფინანსებო. ასე რატომ უნდა ლაპარაკობდეს მუნიციპალიტეტის მერი? არასწორი გადაწყვეტილებების გამო, თავის შეცდომებზე უნდა გაბრაზებულიყო, ჩემზე კი არა. ჩემთვის უნდა ეთქვა, კაი გოგო ხარ, მიგვახვედრე და არაკანონიერი გადაწყვეტილება აღსასრულებლად არ გადავეცი და საბოლოო ჯამში ხელშეკრულება ხელში არ ჩავუგდე იმ პირს, ვისაც არ ეკუთვნოდაო.
უკვე სურვილიც აღარ მაქვს მაქ ჩამოსვლის. კაცი გარეშე პირს რომ მუქარით გესაუბრება, ხელშეკრულებადადებული პირი რომ გახდები, მერე რას იზამს. რომც გავიმარჯვო მაგ ტენდერში, უარს ვამბობ, არ მინდა წივილ-კივილები და ესეთი ამბები. არ რჩება მანდ იმდენი ფული, რომ ჩემი ნერვების დაწყვეტის ფასად ღირდეს. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი~.