ოზურგეთი-ქაქუთის გზის მშენებლობა დაიწყო

დამატებულია: 2018-10-16
picture1

მეორე დღეა საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 49-ე 54-ე კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებული საგზაო კომპანია „ნიუ როალ“ ასრულებს. პირველ ეტაპზე გზის ძველი საფარის აღება მიმდინარეობს.

_ ტენდერის პირობების შესაბამისად გზის მშენებლობა თაყაიშვილის ქუჩიდან ( მდინარე სკუჩის ხიდიდან“ დაიწყება და მდინარე ჩოლოქის ხიდსგადაღმა დამთავრდება. პირველ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარია აღება მოხდება, დეფორმაციული ადგილების გამოჭრა, 25 სმ. სისქის საფუძვლის მოწყობა, შემდეგ 18 სმ. სისქის ბეტონი დაისხმება და 9 სმ. სისქის ორი ფენა ასფალტი დაიგება. ტენდერის პირობებით გზის მშენებლობა 9 თვეში უნდა დასრულდეს _გვითხრა „ნიუ როალ“ სამუშაოთა მწარმოებელმა ბაჩუკი მამალაძემ.

აღნიშნული გზის მშენებლობაზე 5,3 მილიონი ლარის დაიხარჯება.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.