„მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური.“

დამატებულია: 2018-10-22
picture1

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრემოციქულის სახელობის ცენტრის - „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.

მან ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას.

„ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმ დარგში, სადაც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ასევე საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში,არამედ რეგიონებშიც“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია რეგიონებშიც.

„მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი მხარდაჭერა არის ევროპულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ეს ოჯახები“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.