ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ბესიკ მელუას თანამდებობაზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში დარჩა. მოსამართლემ, გოგი ინწკირველის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა.
პირველი ინსტანციის, მოსამართლე, მარინა კიკნაძის, 4 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში ხათუნა სურგულაძისა და ქეთევან კვაჭანტირაძის შემთხვევაშიც. მათი სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, ბესილ მელუა, ქეთევან კვაჭანტირაძე, ხათუნა სურგულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სამუშაოზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ.