„თუ სახელმწიფოს ექნება თანამედროვე სკოლები, სახელმწიფოც იქნება თანამედროვე“

დამატებულია: 2018-10-23
picture1

დღეს, ქ. ოზურგეთში, #1 საჯარო სკოლაში სკოლის კორპუსების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამ სკოლის კურსდამთავრებულმა არჩილ თალაკვაძემ.

„ორი თვის წინ მე თქვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები ისწავლიდნენ უკეთეს სკოლაში. სავარუდოდ იანვრიდან დაიწყება პირველი სამშენებლო სამუშაოები. 2019 წლის ბოლომდე, იმ ადგილას, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა სახელოვანი მამულიშვილები, ჩვენ ვაკეთებთ მემორიალურ შენობას, რომელიც იქნება ინოვაციების ცენტრი. აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორია, თანამედროვე ბიბლიოთეკა, შეხვედრების და ტრენინგების სივრცე, მცირე კაფე. ეს იქნება ოზურგეთში ყველაზე პროგრესული შეხვედრების ადგილი.

ჩვენი სკოლა 152 წლისაა და მე ვფიქრობ, ჩვენი სკოლის წარსული და მომავალი დავუკავშიროთ ერთმანეთს.

თუ სახელმწიფოს ექნება თანამედროვე სკოლები, სახელმწიფოც იქნება თანამედროვე.

მხოლოდ კარგი განათლებითა და ნორმალური ჯანდაცვის სისტემით შეგვიძლია ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

შევხდი ექიმებს, შევხდი პედაგოგებს და ვთქვი: რომ თქვენ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს _ესაა მომავალი თაობის ჯანმრთელობა და განათლება. ამიტომ თქვენ და თქვენი მოსწავლეები ღირსნი ხართ ასეთ პირობებში ისწავლონ მოსწავლეებმა.

მოდით, ერთად გავაგრძელოთ ჩვენი სკოლის ისტორია.

პროექტის მიხედვით, რომელიც უნოკლეს დროში მომზადდა, მოხდება შენობების მთლიანი რეკონსტრუქცია, კაპიტალურად განახლდება ორთავე კორპუსის როგორც გარე ფასადი, ისე შიდა ინტერიერი. რეაბილიტაცია სკოლის ახალი კონცეფციის მიხედვით გაკეთდება,რომელიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა. აქ იქნება თანამედროვე სპორტდარბაზი, გარემოედანი; განახლდება სკოლის ულამაზესი პარკი, სადაც ახალი ხეები დაირგვება_ ეს იქნება კიდევ ერთი სიმბოლო ამ სკოლის განახლებისა“ _განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.