სალომე ზურაბიშვილი - მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ

დამატებულია: 2018-10-24
picture1

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

_მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ, ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმასალომე ზურაბიშვილმა „ჯიპა“-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდები ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ, საზღვარგარეთ მიდიან. სალომე ზურაბიშვილის აზრით, მისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები, ამიტომ ამ სფეროს განვითარებაშითავადაც იქნება ჩართული.

ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყანაში დაჯილდოებულები არიან თავიანთი გამოგონებებისთვის, ამ კუთხით წარმატებულები არიან. აქაც, ვინც არის აღიარებული,ხშირად უფრო უცხო ორგანიზაციების მიერ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ, ხშირად ისინიც მიდიან.

„ტექნოპარკები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში და ასევე რეგიონებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მსურს, სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმაროთ ახალგაზრდებს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად დაეხმარებამათ ეს ფონდი.

ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან, სადაც ვერ ხედავენ პერსპექტივას, სადაც არ ფასდება მათი ინიციატივები, ეს ყველაზე მეტად აკლია ამ საზოგადოებას. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ჩართული ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.