მერაბ შათირიშვილი: „თორმეტიანელები“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას

დამატებულია: 2018-10-24
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა სახლხო მოძრაობა „თორმეტიანელები _ღირსეული საქართველოსათვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა.

_მე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი და პარტია პროტესტს ნიშნად დავტოვე საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ.

21 ოქტომბერს დავაფუძნეთ სახალხო მოძრაობა „თორმეტიანელები-ღირსეული საქართველოსათვის“. ჩვენი მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. რაც შეეხება მის უშუალო კონკურენტებს გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს _ისინი ორთავე ნაცმოძრაობის კანდიდატები არიან. ისინი არ არიან დაშლილი, არამედ_გაშლილი.“

მერაბ შათირიშვილმა ოზურგეთის მერიაში გადაღებული ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა გაიხსენა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატა:

_„ თქვენ იცით, რომ შარშან ოზურგეთის მერის არჩევნებში, დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს ვედექი გვერდით, რომელიც არის „თორმეტიანელი.“ მე არ ვიცი, იქნებ „ქართული ოცნების“ „ნაზლო“ სხვებმად დაუჭირეს მას მხარი, შეიძლება მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, მაგრამ კოტეს ძირითადად „ქართული ოცნების“ ის აქტივი ედგა, რომელიც ჩრდილში მოექცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ეს ხალხი არის განაწყენებული. ისინი მართლაც უკმაყოფილონი არიან, რომ მათი შესაძლებლობები და რესურსი არ იქნა გამოყენებული მმართველი პარტიის მიერ.

თქვენ გახსოვთ, 2012 წელს შოთა გოგიბერიძე მედროშე იყო და 24 საათი ქუჩაში იყო; შოთა გოგიბერიძე დღესაც ჩვენს გვერდში დადგება და ყველა შოთა გოგიბერიძე იმუშავებს იმაზე, რომ 2012 წლის მონაპოვარი არ დაიკარგოს. კოტე შარაშენიძე კვლავინდებურად დგას „ქართული ოცნების“ გვერდით და ყველა აქტივისტთან არის შეხვედრები“_განაცხადა მერაბ შათირიშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.