ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ გიორგი თოხაძეს შეხვედრა მოუწყვეს

დამატებულია: 2018-10-26
picture1

დღეს, ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი თოხაძეს საზეიმოდ დახვედრა მოუწყვეს.

წარმატებულ მოჭიდავეს გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები,საკრებულოს დეპუტატები, სპორტული სფეროს და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

17 წლის გიორგი თოხაძემ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გამართულ რიგით მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი თოხაძე (51 კგ.) გადამწყვეტ შერკინებაში იაპონელ ვატარუ სასაკისთან დამარცხდა და ვერცხლი მოიპოვა.

ირაკლი და ზურაბ ზურაბიანების აღზრდილი საქართველოს პირველობაზე 2016 წელს ვერცხლის, 2017 წელს ბრინჯაოს, ხოლო 2018 წელს ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

წარმატებული გახდა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, რომელიც მაკედონიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი თოხაძემ ფინალში რუსი მეტოქე მოროზოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს დეპუტატმა ლელა საჯაიამ მიულოცეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა გელა შაფაქიძემ გიორგი თოხაძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.