რატომ გამოთქვამს უკმაყოფილებას ნაციონალი დეპუტატი?

დამატებულია: 2018-10-28
picture1

ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ორ კორპუსში 2 საუბნო-საარჩევნო კომისიაა განთავსებული. მთავარ კორპუსში ოზურგეთის #60/03 საარჩევნო უბანია განთავსებული, სადაც ჩვენი იქ მისვლის დროს ამომრჩეველთა ნაკადის პიკი იყო.

აქ სიით 1111 ამო რჩეველია, რომელთაგან 12 საათისათვის 186 ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამ დროისათვის უბანზე 250 ამომრჩეველია მისული.

გავესაუბრეთ კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაბედავას:

_კომისია გამოცდილი კადრებითაა დაკომპლექტებული. თავად ხედავთ, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არანაირი საჩივარი არაა დაფიქსირებული. არჩევნებს ჩვენ უბანზე ეგზიტპოლებიც ითვლიან _გვითხრა მან.

ამავე ეზოში სამსართულიანი ძველი კორპუსის შესასვლელში ამომრჩეველთა რიგი იდგა. აქ სერის #60/08 უბანია განთავსებული. კომისიის თავმჯდომარე მარინა ვაშალომიძე ჩვენი იქ ყოფნისას ერთ-ერთი კომისიის წევრის მოვალეობას ასრულებდა.

_1372 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. 12 საათისათვის 196 ამომრჩეველი მოვიდა უბანზე და მისთვის სასურველ კანდიდატს მისცა ხმა. ამჟამად 250 ამომრჩევლამდეა მოსული _გვითხრა საუბნო-საარჩევნო კომისიის მდივანმა ეკა ბაბილოძემ.

სკოლის ვრცელ ეზოში ხალხმრავლობაა. აქ არიან პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების წარმომადგენლები, დამკვირვებლები.ეზოში ჩვენი იქ ყოფნისას სამარშრუტო მიკროავტობუსები არ იდგა.

აქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს თორნიკე გოგუაძეს შევხდით. იგი სკოლის შესასვლელში მდგომ ახალგაზრდას მოქმედებას აპროტესტებდა, რომელის საწვიმარ ჟილეტზე ციფრი #48 იყო აღნიშნული და ხელშიც იგივე ციფრით მცირე ბანერი ეკავა.

_არაა სწორი მოქმედება. არც ის იქნებოდა სწორი, ამ ახალგაზრდას ჩვენი კანდიდატის სარეკლამო ბანერი ეკავოს ხელში. აგიტაცია ხომ კანონით არჩევნებამდე 24 საათით ადრე შეწყდა. რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება,“ ეს არაა სწორი ქმედება _ აღნიშნა თორნიკე გოგუაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.