_ ამ დროისთვის, საიას წარმომადგენლებს რეგიონში მხოლოდ ერთი საჩივარი აქვს დაწერილი: ლანჩხუთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობის წევრმა უარი განაცხადა გადასატან ყუთის გაყოლაზე, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა. სხვა არანაირი საჩივარი ამ დროისთვის არ დაგვიწერია, გვითხრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.