მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა, როგორც ჩანს, დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა, დაიჯერეს ამ პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის არ ფიქრობს, რომ მცირე პოლიტიკური პარტიების და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს.
„ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს „რეპუბლიკელებმა“ ეს გადაწვეტილება. მართლაც არაერთხელ იყო „რესპუბლიკელებზე“ თავდასხმა სააკაშვილის და მისი გუნდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და საზოგადოებისთვის ისევე, როგორც ჩემთვის, გაუგებარია მათი ეს პოზიცია. ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა, რაც ერთი შეხედვით ჩანს, სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა, როგორც ჩანს, დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა, დაიჯერეს ამ პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ვიდრე ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე, „ქართული ოცნება“ და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს“, -განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები არის პარტიის თავმჯდომარის პირველი ბრიფინგის შემდეგ მიღებული და ასევე ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მმართველი გუნდის მხრიდან, როგორც მეორე ტურამდე ასევე მეორე ტურის შემდეგაც.
„მე არ ვფიქრობ, რომ მცირე პოლიტიკური პარტიების და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს, რეალურად ის კონფიგურაცია, რაც იყო დალაგებული არჩევნების პირველ ტურში დღეს უკვე განცხადებებით საჯაროვდება, ამიტომ რესურსების ბალანსი ვფიქრობ, აქ არ იცვლება. მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ ჩვენი გუნდის სახელით არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილთან ერთად“, - განაცხადა თალაკვაძემ.
IPN.GE