DCFTA - შესაძლებლობები გურული ფერმერებისთვის

დამატებულია: 2018-11-09
picture1

რეგრანტინგის პროექტის ფარგლებში „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა\" ა(ა)იპ „გურიის განვითარების კავშირი“ გურიის მასშტაბით მართავს ტრენინგებს ფერმერებისთვის.

გასულ პარასკევს ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტებმა თეა კუპრაძემ და ლალი გოგუაძემ ისაუბრეენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ და თხილის რეგლამენტის მოთხოვნებზე ქართველი მეწარმეებისთვის.

გურულმა მეწარმემ ლალი ჩანქსელიანმა ლიეტუვას პრაქტიკულ მაგალითზე წარმოადგინა „DSFTA“-ს იმპლემენტაცია.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება \"საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა\" ქვეგრანტის ფარგლებში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს \"აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი\" (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: \"საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია\" (ABCO, საქართველო), \"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი\" (GIP, საქართველო), \"გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი\" (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი \"ინტელექტი\" (საქართველო), \"ათინათი\" (საქართველო) და ასოციაცია \"კავკასიის გენეტიკა\" (საქართველო).

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.