ალიონი. გასულ პარასკევს სოფელ ჭანიეთში საზეიმოდ გაიხსნა საჯარო სკოლის თანამედროვე ტიპის ახალი შენობა. მშენებლობა, რომელზეც 1,6 მილიონი ლარი დაიხარჯა, კომპანია „კაპიტოლ კონსტრაქტმშენმა“ შეასრულა. 9-წლიანი სკოლის 2-სართულიანი შენობა 90 ბავშვზეა გათვლილი.
სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე,საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე,გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, სკოლის დირექტორი მალვინა ნინიძე, ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე, მერიის საჯარო სკოლის პედაგოგი ციური ბაბილოძე, ჭანიეთის სკოლის პედაგოგი სოფო ცხოვრებაშვილი, მე-9 კლასელები ნატო თავაძე,მერი დიასამიძე, თამარ გულბიანი...
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს , სოფელ ჭანიეთში ბოლო პერიოდში გაკეთდა კეთილმოწყობილი გზა, აშენდა ბაღი; სოფელ ძიმითში, კოხას უბანში გაიხსნა დაწყებითი სკოლის ახალი შენობა, მომავალ წელს დაწყებითი სკოლის ახალი შენობები აიგება მზინსა და ეკალდიდში (შრომის თემი),დაიწყება ნასაკირალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, გათვალისწინებულია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
საზეიმოდ გაიჭრა ლენტი და ჭანიეთის სკოლა შეუდგა მუშაობას.