უფასო პოლიტიკური რეკლამა
არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. აქტიურდებიან, როგორც სალომე ზუ-რაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები. როგორ ემზადებიან მე-ორე ტურისთვის, რა მოლოდინები აქვთ? ეს და სხვა საინტერესო კით-ხვები `ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მერაბ ჭანუყვაძეს დავუსვით.
_თავდაპირველად არჩევნების პირვ-ელი ტურის შედეგები შეაფასეთ. ხმების ასეთ პროცენტულ გადანაწილებას ელოდით?
_ველოდით შედეგს, იმიტომ, რომ შტაბი ძალიან აქტიურად მუშაობდა წინასაარჩევნოდ. გავლილი გვქონდა ყველა ის პროცედურა, რომელიც არჩე-ვნებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვე-ნმა აქტივმა ძალიან კარგად იმუშავა. იყო ხელისშემშლელი პირობებიც, მაგრამ განსაკუთრებულად მოვინდომეთ.
_რა ხელის შელისემშლელი ფაქტორებს გულისხმობთ?
_რაც არჩევნებს მოყვება. არ მინდა ახლა დავკონკრეტდე ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. _ელოდით, რომ სალომე ზურაბიშვი-ლის კონკურენტს ამდენად მაღალი შედეგი ექნებოდა?
_ მინდა გითხრათ და ისედაც ძალიან კარგად ჩანს, `ნაციონალები~ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდნენ ძალიან არაადეკვატურ გარემოში. მიმართავდნენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელიც შეიძლება ადამიანმა იკადროს. მსგავსი ჩვენ არასოდეს არ გვიკადრებია. `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო~ ასე არასდროს წარმართავს არჩევნებს. `ნაციონალების~ ლიდერები, თავის აქტივისტებთან ერთად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ერთ ქალბატონს აყენებდნენ შეურაცხყოფას, რაც მიუღებელია ჩვენთვის, ჩვენი მენტალობისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ პროცესებში არ ჩავრთულვართ, არ ავყოლილვართ ამ ხალხს. ჩვენ ვაკთებთ ჩვენ საქმეს და შედეგიც სახეზეა. მესმის, რომ, მათ აიღეს ხმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი მომხრეებიც, რომლებმაც პირველ ტურში მისცეს ხმა, დაფიქრდებიან, იმ რეჟიმის დაბრუნების შედეგებზე, რომელიც იყო 2012 წლამდე. ამაზე უკვე არაერთი ადამიანი დაფიქრდა. გარმუნებთ, ეს უკვე აღარ არის ბრძოლა რომელიმე კონკრეტულ ადამიანებს შორის. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.
_ რატომ გახდა საჭირო მეორე ტური, `ქართული ოცნების~ მხარდაჭერილმა კანდიდატმა რატომ ვერ მოახერხა პირველ ტურში ბარიერის გადახვა?
_ მე ვფიქრობ ესეც იმ დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის. იგივე მედია, საზოგადოება. ჩვენ არასდროს, არავისთვის დაგვიძალებია კონკრეტული არჩევანის გაკეთება. დღევანდელ დღეს, უკვე ექვსი წლის განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის დაფიქსირების საშუალება. ეს არის სწორედ ის, რის-თვისაც, 2012 წელს ხალხმა უარი უთხრა იმ რეჟიმს, რომელიც გახლდათ მოძალადე. პირდაპირ ატერორებდნენ ხალხს, მიუთითებდნენ, რომელი კანდიდატი უნდა შემოეხაზათ. ვერც ერთი ადამიანი, ვერც ჩვენი ოპონენტები, ვერ იტყვიან, რომ ჩვენ რაიმე კუთხით ვინმეზე ზემოქმედება მოვახდინეთ. გამორიცხულია, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდება. ამ ყველაფერს პასუხს ქართველი ხალხი მეორე ტურში გასცემს. თითოეული ქართველს ექნება პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დღეს შეიძლება თითოეული ჩვენგანის მიმართ იყოს. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ არც ერთ ადამიანს არ ჭირდება იცხოვროს შეზღუდულ გარემოში, ტერ-ორში. ხალხს ჭირდება თავისუფლება, სწრაფი განვითარება, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, მძიმე სოცია-ლური ფონის გამოსწორება.
_ რა შედეგს ელოდებით მეორე ტურში?
_მე დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება ძალიან კარგი.
_ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიწყალებს მერაბიშვილს, ახალაიებს სააკაშვილს და სხვებს. თუ ეს მართლა მოხდა, მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?
_ადამიანებმა, რომლებიც ხმას ვაშ-აძეს მისცემენ, ჩათვალონ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეაფერხეს. არ შე-იძლება, მოძალადე რეჟიმთან ერთად ქვეყანა განვითარდეს. ეს იგრძნო ყველა იმ ადამიანმა რომლებიც არ მივიდნენ არჩევნებზე. ახლა ფიქრობენ რომ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი უკვე მეორე ტურში. მე ველოდები ძალიან დიდ აქტივობას. თუმცა, ოზურგეთში პირველ ტურშიც კარგი აქტივობა იყო.
დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩათ-ვალა, რომ მაინც დადგებოდა ის შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო და არ მივიდა არჩევნებზე, მეორე ტუ-რში დააფიქსირებს არჩევანს. არაერთი ადამიანი მოდის ჩვენთან, რომ მხა-რდაჭერა გამოგვიცხადოს. ეს იციან ჩვენმა ოპონენტებმაც. მათ მეტი რესურსი აღარ აქვთ. ცდილობენ მიღწ-ეული შედეგი შეინარჩუნონ, მაგრამ მგონია, რომ მათი მომხრეებიც შეი-ცვლიან გადაწყვეტილებას.
_ და ბოლოს, როგორი წინასაარჩევნო გარემოა კონკრეტულად ოზურგეთში. რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს, ხომ არ შეიმჩვენა რომელიმე მხრიდან არეულობის, დესტაპილიზაციის პროვოცირება?
_ცდილობენ, როგორც მთელი საქარ-თველოს მასშტაბით, ისევე ჩვენთან, ოზურგეთში ცუდი უთხრან ხალხს ჩვენზე. ცდილობენ ცუდ კონტექსტში წარმოაჩინონ ჩემი, მერაბ ჭანუყვაძის პიროვნება. რაც ყველაზე მნიშვნელო-ვანია ხელისულებას არაერთ ბინძურ ბრალდებას უყენებენ. დადიან შეჭირ-ვებულ ადამიანებთან, ატყუებენ, რომ თითქოს 400 ლარით უნდა გაუზარდონ პენსია თუ მათი პრეზიდენტი მოვა. თქვენც იცით, რომ ეს არარეალურია. ეძებენ ადამიანებს რომლებიც დღეს და გუშინ კი არა, სწორედ მათი რეჟიმის დროს აღმოჩნდნენ გაუსაძლის მდგ-ომარეობაში. ჩვენი ხელისუფლების დროს, როცა ჩვენ ვიყავით ადგილობრივ ხელისუფლებაში, არასდროს არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ და დღეს უკვე აღარ გვაქვს პრობლემები, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ბევ-რიც გამოვასწორეთ. ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება, იმ შეჭირვებულ ადამიანებზე ორიენტირებული, რომლებსაც უნდა გავუუმჯობესოთ ხვალინდელი დღე. მე გარწმუნებთ ერთი ადამიანიც ვერ იტყვის, რომ `ქართულ ოცნებასთან~ მოვიდა, ჩვენამდე მოიტანა თავისი გაჭირვება და გვერდით არ დავუდექით. ვერავის ვერ მოატყუებენ, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც არიან მათი აქტივისტები. მათმა მხარდამ-ჭერმა საოკუპაციო ხაზთან სალომე ზურაბიშვილს უთხრა, გული არ შეგ-ტკივა საქართველოს მთლიანობის დარღვევაზეო. სინამდვილეში ეს მათი დატოვებული პრობლემაა, რომელსაც ჩვენ გამოვასწორებთ. დღეს ჩვენს გუნდს აქვს ამის რეალური ძალა.
წინასაარჩევნო კამპანიაში ჩვენ არ ავყვებით მათ პროვოკაციებს. არჩევნებს ჩავატარებთ წყნარად, მშვიდად, დემო-კრატიულად. ვაჩვენებთ ყველას ევრ-ოპას, ამერიკას რომ ეს შეგვიძლია. Mთქვენზე, ბევრი რამ დამოკიდბული, მედიაზე, რომლის თავისუფლებაშიც ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი. თქვენ გაქვთ საშუალება მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქოთ საარჩევნო პროცესები.
ესაუბრა მარი კოძოევი