წყალს მიაქვს მიცვალებულის საფლავი. მარტო იმას ვითხოვ, ჯებირი ჩამომასხმევინონ

დამატებულია: 2018-11-10
picture1

ცავლინა აფხაზავა უკიდურეს გაჭი-რვებაში ცხოვრობს. მძიმე სოციალური ფონს მისი სამივე შვილის ჯანმრთე-ლობის პრობლემები ემატება. იძულებულია დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართოს. `ვიდექი და ვდგავარ `ოცნების~ გვერდით, ამიტომ, თავს ვთვლი ღირსად, ხელისუფლებამ მომხედოს. მეტი გაჭირვება არ შეიძლება, სამივე შვილი ავადაა, მაგრამ არაფერს ვითხოვ, მარტო მიცვალებულს მიმახედინეთ, ადამიანობა ხომ შეგრჩენიათ, გამიგეთ~. - მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას.

ქალბატონი ცავლინას რძალი სამი წლის წინ გარდაიცვალა. ექადიის სა-საფლაოზეა დაკრძალული. ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს და საშიშროებაა საფლავის დაზიანების.

ცავლინა აფხაზავა: `წყალს მიაქვს მიცვალებულის საფლავი. მარტო იმას ვითხოვ, ჯებირი ჩამომასხმევინონ. მივმართე მერიის შესაბამის სამსახურს, მითხრეს, `აპალოვკის~ ფიცრებს გათ-ხოვებთ, მეტი არაფერი შეგვიძლიაო. რომ გითხრათ, კოტესთან პირადად მივედი-მეთქი, არა. არ მიმიშვეს იქამდე. თალაკვაძე კი დამპირდა დახმარებას, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. მერაბ ჭანუყვაძესაც ვთხოვე, ამოდი ჩემთან, ჩემს მდგომარეობაზე მოგიყვები-მეთქი, ახლა შეხვედრაზე მივდივარ და როგორც კი დრო მექნება, გამოგივლიო. ჯერ არ მოსულა.”

როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ბესიკ მელუა გვეუბნება, ამის შემდეგ ჭანუყვაძე რამდენიმე დღით თბილისში იყო. ამიტომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა პრობლემას გაცნობოდა. მელუამ გვითხრა, რომ ქალბატონი ცავლინას სურვილის შემთხვევაში თვითონ დაეხმარება მერიის სახელზე განცხადების შევსებასა და დარეგისტრირებაში.

ბესიკ მელუა: `პირველად გავიგე დღეს ეს პრობლემა. ქალბატონი განცხადებით მიმართავს მერიას, საკრებულოს და, ალბად, რეაგირება იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ძალიან მალე ოპერატიულად მოგვარდეს პრობლემა. ამის საშუალება აქვს მერიას, ფინანსები საკმარისად არის, არსებობს სარეზერვო ფონდი. ის, რომ კოტე შარაშენიძეს ხმა არ მისცა ამ ქალბატონმა, იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა უყურედღებოდ დატოვო. საკუთარი ჯიბიდან არავინ იღებს თანხას. ჩვენ განცხადების დაწერაში დავეხმარებით ქალბატონს და დავინტერესდებით, რა მსვლელობა ექნება საქმეს. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს საკითხის მოგვარება, რადგან მეწყრის საშიშროებაა~.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.