სალომე ზურაბიშვილის განცხადება

დამატებულია: 2018-11-12
picture1

დღეს, 11 საათზე საქართველოს პრეწზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა:

_„ ბოლო დღეებში - კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს - განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზისდა ქეთევანის - და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობისმუქარა.

გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“ ... „თქვენს სისხლსდავლევ“.

მუქარა რეალურია რამეთუ ავტორები, იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა. სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმულიმუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთ პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.

ამ წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.

მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე,რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ.

მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთანერთად ერთად დაიცვან, წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა.

გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენპოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირებაარ მოყვა.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.