დღეს, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს შეხვდა და რეგიონში 2019 წელს განსახორციელებელ პროექტზე ესაუბრა.
2019 წელს მოხდება საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 49-ე 54-ე მონაკვეთის რეაბილიტაცია (სამუშაოები დაწყებულია); ოზურგეთი-ნატანები-ურეკის ერთი მონაკვეთის და ბუკისციხე-ზემო სურების გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
მომავალ წელს რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროექტირების დასრულება და ტენდერის გამოცხადება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის, ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-გომისმთის, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია (38 კმ. გზა), ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
2019 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება და რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვაზე. მოხდება 70 კმ.მდე გზის რეაბილიტაცია და 230 სიგრძის გზის მიმდინარე-შეკეთება. (საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთი; ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-გომისმთა; ოზურგეთი-ნატანები-ურეკი; შუხუთი-აცანა-ძიმითი; ნატანები-ჩოლოქის ხიდი; ჩოხატაური-ბახმარო; ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა; ჩოხატაური-ზომლეთი).
2019 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდება:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში: ძიმითისა და ნაგომრის გზაგასაყარზე მდ. სუფსის ნაპირსამაგრი სამუშაოები; სოფ. დვაბზუში მდ. ნატანების ნაპირსამაგრი სამუშაოები; სოფ. გურიანთაში მდ. ნატანების ნაპირსამაგრი სამუშაოები; სოფ. ლიხაურში მდ. აჭისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: სოფელ გრიგოლეთში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისა და ნაპირ აღდგენის დროებითი, პრევენციული ღონისძიების სამუშაოები (2 მონაკვეთი).
2019 წლის სტიქიის პრევენციის ფარგლებში დაგეგმილი ტენდერის გამოცხადდება გზის ერთ მონაკვეთზე.
2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდება: ქ. ოზურგეთი-ნარუჯა-ლაითურის 7,28 კმ გზის რეაბილიტაცია; დაბა ურეკში თაყაიშვილის ქუჩის 4,7კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და სანაპირო ზოლში 1,7 კმ სიგრძის ბულვარის კეთილმოწყობა.
საბავშვო ბაღები აშენდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსაში, ხაჯალიაში, აცანაში; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საჭამიასერში, იანეულში. (დაიხარჯება 2,5 მილ. ლარი).
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია ჩატარდება: მერეგრძელა-კაპროვანის (640 ჰა); დედაბერა-ნიგვზიანის (250 ჰა) რიონის მარცხენა სანაპიროს (6,900 ჰა) სამელიორაციო სამუშაოები; მდინარე ფიჩორზე მოეწყობა ხიდი.
გურიისგუბერნატორმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.