იკვეთება თუ არა დისკრიმინაცია თამარ დუმბაძის საქმეში? ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

დამატებულია: 2018-11-16
picture1

ოზურგეთის, მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის, საჯარო მოხელეთა საქმით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა. ომბუდსმენის წარმომადგენლები ორივე მხარეს შეხვდნენ და მათი აზრი მოისმინეს.

ქეთევან შუბაშვილს და გიორგი კაპანაძეს მაშინ გავესაუბრეთ, როცა, ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის კაბინეტიდან გამოდიოდნენ, სადაც, მერიის იურისტი, ლაშა თავაძეც იმყოფებოდა. „ყველაფერი კომფიდენციალურია, იმიტომ, რომ არ არის დამთავრებული საქმის შესწავლა. ადგილზე ვართ და თამარ დუმბაძის განცხადებას ვსწავლობთ. მეტს სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით. შევხვდით ორივე მხარეს, განმცხადებელს და მოპასუხეს“_ გვითხრა შუბაშვილმა. მერთან შესვლამდე ომბუდსმენის წარმომადგენლები თამარ დუმბაძესაც ესაუბრნენ.

თამარ დუმბაძე:_ „მე მივმართე სახალხო დამცველის აპარატს. ეს იყო ივლისის თვეში. იმის შემდეგ მიმდინარეობს საქმის შესწავლა. ძირითადად დაინტერესდნენ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ხაბალაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელიც ზეწოლას და ჩემი სამსახურიდან გაშვების მოთხოვნას ეხებოდა“. იმ შემთხვევაში თუ მოკვლევით თამარ დუმბაძის დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურდება, სახალხო დამცველის აპარატი, მერს, რეკომენდაციებს მისცემს, თავად ფაქტი ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდება. შეგახსენებთ რომ საუბარია სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის მიმართ დისციპლინურ წარმოებზე, რომლის საპასუხოდაც დუმბაძე აცხადებს რომ მოქმედი მერის მხრიდან მისი დისკრიმინაცია მიმდინარეობს და კოტე შარაშემიძე ცდილობს სამსახურიდან დაითხოვოს.

საქმესთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა 13 ნოემბერს გაიმართა. სხდომა იყო დახურული ფორმატის. რომელსაც მხოლოდ დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ლაშა თავაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: _„ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის მიმართ (იქ სხვა პირების საქმეც განიხილებოდა) დისციპლინარულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა დახურულ ფრომატში წარიმართა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე 111-ე და 112-ე მუხლების შესაბამისად, რადგან ხდებოდა მოქალაქეების პერსონალური მონაცემების განხილვა“.

თამარ დუმბაძე: _ „პერსონალურ მონაცემებზე ნამდვილად იყო საუბარი. ბენეფიციარების განცხადებების განხილვა მიმდინარეობდა. 10 საქმე განვიხილეთ, რომლებზეც მედავებოდნენ. იქ ქალბატობენიც იყვნენ მოსულები, რომლებიც ბინის ქირით მოსარგებლეები იყვნენ და შეუჩერდათ, მედავებიან რომ თითქოს არ ეკუთვნოდათ ბინის ქირით დახმარება. ალბად ამიტომ დახურეს. მე პირადად არ მინდოდა დახურულიყო შეხვედრა. მერჩივნა მოესმინა არასამთავრობოებს, მედიას ჩვენი პოზიციები.

16 ნოემბერს გადმომიგზავნეს ზეპირი მოსმენის ოქმი. რა თქმა უნდა იგი ცალმხრივადაა შედგენილი და მიკერძოებულია. ოქმში არ არის დაფიქსირებული კონკრეტული არგუმენტები და მხოლოდ ზოგადი ფრაზებია მოყვანილი. პასუხს აუცილებლად გავცემ და რეაგირებაც მათივე გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება.“

ავტორი: მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.