სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ დაინახონცხოვრებაში პერსპექტივა

დამატებულია: 2018-11-17
picture1

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით, ამ ძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერცპერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმაკანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა.

„საჭირო არის, რომ ერთად გავმართოთ საინფორმაციო კამპანია და დავანახოთ, რაც ხდება ყველა განვითარებულქვეყანაში. ვაჩვენოთ რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი თავიანთი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. ვასწავლოთ,როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არისბრძოლა გადარჩენისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისსაზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ პრეზიდენტისადმინისტრაციაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. „ამ საკითხზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფინანსურის გარდა, მეორე ნაწილი ეხება საზოგადოებას.ჩვენ ეს ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად უნდა მივიღოთ. პრობლემა გონებაში წყდება. ამავედროს, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეტი რესურსები გვქონდეს. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. თბილისშინელ-ნელა გადავდივართ ევროპულ ნორმებზე, მაგრამ რაიონებში ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამაზეცერთად ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა არის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა, რაზეც შეიძლება, ერთად შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამერთიანობის დარღვევას ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ.

„სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ დაველოდებით, თან ვამბობთ, რა გვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება, ვუშველითჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, არამედ ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი. იქ გვაქვს ტოლერანტობა, რაცარსებობს ამ ქვეყანაში.

ჩემთან მოვიდა ჯერ აზერბაიჯანელი ქალების წარმომადგენელი, შემდეგ სომეხი ქალი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთად დაგვაქვს ერთმანეთის პატივისცემა. ეს მსოფლიოში და თუნდაც ევროპაში რაღაც გამონაკლისი იშვიათობა გახდა, მაგრამჩვენ ეს საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ. თუმცა ვიღაცები ცდილობენ ეს ერთიანობა დაარღვიონ, თუმცა ამასვერ შეძლებენ, ეს მხოლოდ მტერს თუ სურს.

ჩვენ ვართ ძლიერი ქალები, ვართ ძლიერი ქვეყანა, რადგან ერთად ვართ. თქვენ ჩემთან ერთად იქნებით საქართველოსქალი პრეზიდენტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

--

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.