დღეს, პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის შედეგად, 600 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკუთარ ოჯახებთან ერთად ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.

დამატებულია: 2018-11-19
picture1

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

როდესაც პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდა ბატონი მამუკა ბახტაძე, მის სამთავრობო პროგრამაში მთავარი იყოქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობდა, რომ ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურადყოფილიყო ასახული თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო პირველივედღიდან. ამის გამოძახილი იყო:

პირველი - საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისმიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები, როდესაც მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5 %-ისნაცვლად დაიბეგრა 1 %-იანი განაკვეთით, ასევე, გაიზარდა მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლისშეზღუდვის ნორმა 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე და დაწესდა სხვა მთელი რიგი საგადასახადოშეღავათები.

მეორე როდესაც ისეთ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ სრულადჩამოეწერათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, შედეგადჯამურად სულ 3 მილიარდამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა. მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი კანონი. შეიზღუდა ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირების მიერ ფიზიკურ პირზე სესხების გაცემა, სესხისმაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 100 %-დან 50 %-მდე, ჯარიმების წლიური ლიმიტი150 %-დან მცირდება 98.55 %-მდე და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან მსესხებელთაუფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული დებულება, რომლის ძირითადი მიზანია ფიზიკურ პირებს შეეძლოსკრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ჩვენ შევცვალეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანერგილი არასამართლიანი წესები სესხის გაცემასთანდაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს დაუგროვდათ დიდი ოდენობით დავალიანება. და ბოლოს ხანგრძლივი მუშაობის და მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება საფინანსო სექტორისწარომადგენელსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუ-ს“ შორის, რომ მოხდეს ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ისეთიმოქალაქეების დავალიანების განულება, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშედავალიანების ძირი თანხის სახით 2 000 ლარამდე აქვთ დარჩენილი. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა არის 750 ათას ადამიანზე მეტი, აქედან 600 ათასზე შეთანხმება მიღწეულია, რომელთა დავალიანების ჯამური ოდენობამილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება, პროცესი გრძელდება და დარჩენილ იმ 150 ათას ადამიანზე მიმდინარეობსმოლაპარაკებები და ვფიქრობ დადებითად დასრულდება. ამ სოციალური სოლიდარობის აქტის განხორციელების შედეგად 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დავალიანება გაუნულდება მოვალეთარეესტრში მყოფ ადამიანთა 95 %-ს.

დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარს, განსაკუთრებით საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლიცე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისაგან მთლიანადგამოისყიდის და გაისტუმრებს.

განაცხადა პარლამენტარმა პაატა კვიჟინაძემ

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.