სოფელი ლიხაური ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებით, რომელიც საქვეყნო საქმისთვის იბრძოდა. ასეა დღესაც. ლიხაურელებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი პეტიცია წარადგინეს, საიდანაც ერთში სოფლის საბავშვო ბაღის კაპიტალურ რემონტს ითხოვდნენ, ხოლო მეორე მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა-ხრეშია აკრძალვას ეხებოდა.
_„როგორ ამოქმედდა ელექტრონული პეტიციის მექანიზმი საკრებულოში. ჩვენი მოქალქეები აქტიურად იყენებენ მას. სწორედ მათი გააქტიურება და თვითმმართველობის ორგანოებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის ხელშეწყობაა ელექტრონული პეტიციის დანერგვის მიზანიც.“ - განაცხადა პეტიციების განხილვის წინ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
_ საბავშვო ბაღები ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე ლიხაურის საბავშვო ბაღში სამი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, სოფელში შობადობა მაღალია და მშობლები მეოთხე ჯგუფის გახსნას ითხოვენ, მაგრამ ბაღის შენობა კაპიტალურ რემონტს ითხოვს.
კატასტროფულ მდგომარეობაში შენობის სახურავის უკანა მხარე, წინა ფასადი შესაცვლელია, ახალი ჯგუფისთვის ოთახები მოსაწყობია, მოსაწყობია გათბობის სისტემა და ეზო მოსაწესრიგებელია, უნდა დაიდგას ახალი ატრაქციონები _განაცხადა ბაღის მენეჯერმა ნათია გობრონიძემ.
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას განმარტებით, ეს საკითხი კომისიის მიერ შემუშავებულ კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმაში, სოფელ ლიხაურის მაჟორიტარის ინიციატივით უკვე ასახულია.
დიდი კამათი გაიმართა ლიხაურელთა მიერ ინიცირებული მეორე პეტიციიის განხილვისას, რომელიც მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებას შეეხება.
_„სოფელი ლიხაური არის ტურისტული ზონა. ყველას მოგეხსენებათ, რომ აჭისწყლის წყალის ხეობა არის უნიკალური, ეს სიმდიდრე უნდა შევუნახოთ ჩვენ მომავალს და ქვეყანას. ტურისტებისთვის ეს ადგილი არის ერთ -ერთი მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, ლიხაურელებს სურთ, ეს სოფელი უფრო განვითარებული და წარმატებული იყოს. დიდი საშიშროება, რომ ეს უნიკალურობა, რაც აქვს აჭის ხეობას, დაეკარგოს და მოსახლეობას ეს ნამდვილად არ გვინდა, დარწმუნებული ვარ _ არც ხელისუფლების წარმომადგენლებს. მდინარე აჭისწყალი მდიდარია თევზის უნიკალური ჯიშებით, უზრუნველყოფს სოფელ ლიხაურსა და დაბა ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. აჭისწყლის ხეობა უნდა გამოცხადდეს სარეაკრიაციო ზონად. თუ კი ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებით, დიდი მადლობელი დაგრჩებით“, _ თქვა ბიუროს სხდომაზე პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პედაგოგმა ირმა გორდელაძემ.
_ „ეს საკითხი არის სიღრმისეულად შესასწავლი,რადგან რეაკრიაციულ ზონად გამოცხადებას ადგილობრივი ხელისუფლება არ იღებს და მთავრობის დონეზე გადასაწყვეტია საკითხია. საკრებულომ უნდა იმოქმედოს თავის უფლებამოსილების ფარგლებში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, პეტიცია გადაეგზავნება რეაგირებისათვის მუნიციპალიტეტის მერიას. ამასთან პეტიციაში დასმულ საკითხს შეისწავლის აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია და წარმოდგენს წინადადებესა და რეკომენდაციებს\". - განმარტა ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.
_„არ შეიძლება ამ მდინარეზე კარიერები და თქვენთან იმიტომ მოვედით, დაგვეხმაროთ და გამონახოთ ის გზა, რომელიც მისაღები იქნება ხალხისთვის\", _ უპასუხა ღურჯუმელიძეს ირმა გორდელაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის დავითა დარჩიას თქმით, კომისია აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს და დეტალურად მიიღებს პასუხს სოფელ ლიხაურის მცხოვრებლები. ასევე, პეტიცია გაეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
გაზეთ „ალიონის“რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა აღნიშნა, რომ მდინარე აჭისწყლის ხეობას რამდენჯერმე ჰქონდა პრობლემა. 1990 წელს გავლენიანი პირები აჭის წმინდა გიორგის ეკლესიის ზემოთ აპირებდნენ საკალმახის მოწყობას, დაიწყეს ხეობაში მიწის სამუშაოები, რაც მდინარის ხეობას დააზიანებდა. იმჟამად ნინო თოიძის საზოგადოებამ იაქტიურა. 1991 წელს ცნობილმა წყალდიდობამ, რომელმაც ოქროსმუხურო-ნიაბაურის დამაკავშირებელი ეიფელის კონსტრუქციის ხიდიც კი წაიღო.
სამი წლის წინ ქუთაისელი მეწარმე შემოვიდა სოფელში, რომელსაც ჰქონდა წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს ლიცენზია აჭისწყლის ხეობაში, ე.წ „დევის ქვის“ მიმდებარედ ბაზალტის კარიერის გახსნის შესახებ. სოფლის ახალგაზრდების და გაზეთ „ალიონის“ აქტიურობით მეწარმეს განზრახვაზე ხელი ააღებინეს. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი მეწარმეები წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს ლიცენზიით შემოდიან სოფელში და მოსახლეობას ფაქტის წინაშე აყენებენ. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის გამგეობაში იყო საუბარი აჭისწყლის ხეობის აღკვეთილად გამოცხადების შესახებ, რაზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. საკრებულოს დეპუტატ ლევან მგელაძის თქმით, ლიხაურელთა მოთხოვნა არის სამართლიანი და დროულად საჭიროებს განხილვას.
_„მოხარული ვარ ამ პეტიციით. მინდა დავაყენო საკითხი, რომ ყველა ის მდინარე შევისწავლოთ, სადაც არის კარიერები. არაერთ სოფელში არის ეს კარიერები და მოსახლეობა ხშრად აპროტესტებს. მინდა ვთქვა, რომ კონტროლი არ არის, ვის რამდენი ქვა-ღორღი გააქვთ და ეს არის მთავარი პრობლემა.როცა მეწარმე ოზურგეთში მოდის, ლიცენზიით, მათ ყველას აქვს ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. განადგურების პირას არის მდინარეები და აუცილებლად მისახედია ეს საკითხი. სოფელ ნაგომარში მალე მდინარე ცენტრალურ გზაზე გამოვა და საშინელება მოხდება\", _ თქვა დეპუტატმა.
ირმა გორდელაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ წიაღისეულის სააგენტოდან ოფიციალური ინფორმაცია მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ინდმეწარმე დაჯარიმდა.
_„კი, ბატონო, ასეა და ის ორი იმდმეწარმე აღარ მუშაობს, მაგრამ კიდევ ოთხ ინდმეწარმეს აქვს აღებული აჭის წყალზე ქვა-ღორღის მოპოვების უფლება და არავინ იცის, როდის დაიწყებენ სამუშაოებს. სოფლის გადაწყვეტილება უცვლელია _ თუ დაიწყებს ეს ხალხი სამუშაოებს, ისევ გაგრძელდება აქციები და არ მივცეთ მათ მუშაობის დაწყების საშუალებას. პირდაპირ გეტყვით _ ბომბზე ვზივართ, რადგან არ ვიცით, როდის დაიწყებენ მუშაობას\", - აღნიშნა ირმა გორდელაძემ.