ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს.
„საქართველოში გორი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონები განვითარდეს.მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, რადგან ამ ქვეყანაში თუ არ იქნა ძლიერი რეგიონი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში. სანამ არ გავაძლიერებთ რეგიონებს ისე, რომ აქედან წასვლა არავინ მოისურვოს, მანამდე არ ვიქნებით ისეთი განვითარებული ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. მე ვიქნები თქვენს გვერდში, რათა რეგიონებითავიანთი მიმართულებებით გავაძლიეროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი.
„ჩვენთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა. მე ამაზე ვიმუშავებ ჩემი წარსული გამოცდილებით და შემიძლია, ამ დარგშიმივიღო შედეგები ისე, როგორც სხვა დარგში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ფერმერები არიან მაგალითი,როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა.
„სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, რასაც თავად ქმნის, ესაა საჯარო სექტორი და აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესაა ქვეყნის ხერხემალი. აწარმოე საქართველოში წარმატებული პროგრამაა და ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იქნება ფერმერების დამცველი.
„შრომის უსაფრთხოება და ყველა ის პირობები, რომელიც არსებობს საწარმოში, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.
ადამიანებისდაცულობა ევროპის მიღწევაა და უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, დაცულობა მეწარმეების. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოსთქვენს გვერდით. მიგულეთ თქვენს გვერდით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.