ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიუმნიშვნელოვანესია.
“ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როდესაც ვიცით, რომ გარემოს დაცულობა არ არის მაღალდონეზე, ჰაერი დაბინძურებულია, არსებობს სენი ნარკომანია, ალტერნატიული გზა არის სპორტი.ვცდილობ ასე ვიცხოვრო, სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიამ არასპორტულ რეჟიმში გადამიყვანა.ვეცადე, რომ დავესწრო ყველა მნიშვნელოვან მატჩს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა საქართველოს გვერდით იყოს არა მხოლოდსპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების დროს, არამედ სპორტსმენების გვერდით იდგეს ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრისას.