ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გამოძიების საქმეა.
„რამდენადაც ვიცი, ეს არის გამოძიებისა და პროკურატურის საქმე, რომელიც უთუოდ უნდა გამოიძიონ. ჩემი იმედი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ერთმანეთის ბრალდებებიდან,რომ აყალბებ-ვაყალბებ-აყალბებთ და ასე შემდეგ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამის ღირსია და ამისთვის მზად არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი,მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.