არჩილ თალაკვაძე: ,,დაგპირდით და ვასრულებთ პირობას: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება“…

დამატებულია: 2018-11-26
picture1

_„დაგპირდით და ვასრულებთ პირობას: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება“

- განუცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების სათავე ნაგებობა, მაგისტრალური მილებისახალი სისტემა და წყალგამანაწილებელი ქსელი მოეწყობა - საორიენტაციოდ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.