როგორ აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს

დამატებულია: 2018-11-28
picture1

ოზურგეთი, 28 ნოემბერი, 17.00 საათი.

რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ერთგვარ მხსელად მოგვევლინა ოზურგეთის კოლორიტი, მსახიობი და და დრამატურგი ჯემალ კეჭაყმაძე, რომელიც გამორჩეულ დღეებში რამდენიმე წელიწადია ეწევა საქველმოქმედო მოღვაწეობას `უფასო ტაქსი~. სწორედ ჯემალ კეჭაყმაძემ უზრუნველყო ჩვენი გადაადგილება

ოზურგეთის #60 ოლქის შემოქმედის #45, გომის #46, წითელმთის #47, ბოხვაურის #23 საარჩევნო უბნებზე. მანამდე დილის საათებში ვაკვირდებოდით არჩევნებს #60/01 ზვანის I, #60/02 ზვანის II, 60/05 მოიდანახე II და 60/07 ცენტრი II უბნებში.

სტაჟიანი ამორმჩევლების აზრით, ასეთი წყნარი და მშვიდი არჩევნები ოზურგეთს არ ახსოვს.

შემოქმედის საარჩევნო უბანი (თავმჯდომარე გივი გიორგაძე) ერთ-ერთი ყველაზე დიდია ოლქში, აქ 13 საათისათვის 300-ზე მეტმა ამომრჩეველმა გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება. როგორც `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელმა გოჩა შილაკაძემ გვითხრა, არჩევნები შემოქმედში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე რაიმე არსებითი სახის დარღვევა არ ფიქსირდება.

გომის საარჩევნო უბანზე (თავმჯდომარე მაკა ყაზაიშვილი), სადაც 425 ამომრჩეველია, 12 საათისათვის 30%-მა მისცა ხმა თავის სასურველ კანდიდატს. აქ შევხვდით და გავეცანით ეუთოს წარმომადგენლებს _ სკრირმნტს სტრიმასტისს ლიეტუვადან და ლინა კიოკისტუს ფინეთიდან.

წითელმთის სარჩევნო უბანზე (თავმჯდომარე ეკატერინე ერქომაიშვილი) 14 საათისათვის 628-დან 300-მდე ამომრჩეველი გამოცხადდა. როგორც ოპოზიციის დამკვირვებლებმა მედეა ტრაპაიძემ და ეკატერინე მუჯირმა გვითხრეს, მათ არანაირი დარღვევა არ შეუმჩნევიათ, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

ბოხვაურის #23 საარჩევნო უბანიც (თავმჯდომარე ზაზა ინარიძე) ერთ-ერთი დიდია ოლქში (1490 ამომრჩეველი). 15 საათისათვის ბოხვაურში 587 ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის კახა თავბერიძის თქმით, ჯერჯერობით არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მიმდინარეობს ნორმალურად.

დვაბზუს #25 საარჩევნო უბანში(თავმჯდომარე ზაირა გურაშვილი), სადაც 1109 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 15.30 საათისათვის 510 ამომრჩეველი გამოცხადდა.

`ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან ღლონტის თქმით, საარჩევნო პროცესი ნორმალურად და მშვიდად მიმდინარეობს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.