„ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება სოფელ ჭანიეთში იზეიმა

დამატებულია: 2018-11-29
picture1

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციამ, მხარდამჭერებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება სოფელ ჭანიეთში იზეიმეს.

იქ შეკრებილ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძემ.

_„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ჭანიეთში, საიდანაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ საქართველოს მიულოცა პირველ ტურში გამარჯვება. დღეს კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორმაგი უპირატესობით დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ გავიმარჯვეთ მთელს გურიაში და მთელს საქართველოში. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, სოფელ ჭანიეთის თითოეულ მკვიდრს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანაგუნდელებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძეს, რომლებმაც დადეს დამაჯერებელი შედეგი.

ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში. თითოეულ ადამიანს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაკეთებული არჩევანისთვის.

მათ აირჩიეს უკეთესი, მშვიდი მომავალი, საქართველოს განვითარება, რომელშიც თითოეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ წარმატებას და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წარმატებას“ _თქვა არჩილ თალაკვაძემ.

_ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. ამ სოფლიდანაა დაწყებული ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ თქვენგანს,ყველა იმათ, ვინც უზრუნველყო საარჩევნო პერიოდის მშვიდობიან გარემოში წარმართვა. მათი დიდი შრომის შედეგად დადგა ის შედეგი, რომელსაც დღეს ვზეიმობთ _განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

ავტორი: გაზეთი ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.