გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

დამატებულია: 2018-11-29
picture1

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, _ამის შესახებ განცხადება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა,გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის ამ განცხადებას ფილარმონიაში შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა.

ვაშაძის თქმით, არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

ვაშაძე იმავდროულად საარჩევნო ადმინისტრაციის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებას მოითხოვს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.