თამარ დუმბაძე: „ერთწლიანი დევნის შემდეგ, ჩემი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა“

დამატებულია: 2018-11-30
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსს, თამარ დუმბაძეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება სამსახურში დღეს, 30 ნოემბერს ჩააბარეს. ბრძანება მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. თამარ დუმბაძე ამბობს, ერთწლიანი დევნის შემდეგ, რომ მისი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა, აუცილებლად გაასაჩივრებს და სამართალს სასამართლოს გზით იპოვის.

თამარ დუმბაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტია.

გაზეთი „ალიონი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერტობის განყოფილების უფროსს ეკა მგელაძეს დაუკავშირდა:

_ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნის საფუძველზე მძიმე დისციპლინური გადაცდომის გამო-გვითხრა მგელაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.