სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დამატებულია: 2018-12-16
picture1

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, „ბატონის სასახლეში“ მიმდინარეობს.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: - მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.

პრეზიდენტი ამ წუთებში ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართავს.

Ipn.ge

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.