გურიის რეგიონის XXIII საჭადრაკო ჩემპიონატი დაიწყო

დამატებულია: 2018-12-22
picture1

21 დეკემბერს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში, გაიხსნა გურიის რეგიონის რიგით 23-ე საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელშიც 16 მოჭადრაკეა ჩართული. გასული წლის ჩემპიონატიდან განსხვავებით წელს იგი შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად იმართება. ჩემპიონატში 8 ოზურგეთელი, 6 ლანჩხუთელი და 2 ჩოხატაურელია ჩართული. მონაწილეებიდან ხუთი უკვე ფლობდა ჩემპიონის ტიტულს, სამი კი ექს-პრიზიორია.

წელს ჩემპიონატისადმი განსაკუთრებულად დიდია ინტერესია, რამდენადაც მასში რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტულ მოჭადრაკეს მიეცა შანსი გამოცდილ მოჭადრაკეებთან მოსინჯოს ძალები.

საგულისხმოა, რომ მონაწილეთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა 9 წლის თენგიზ თოიძე, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 88 წლის რომან კუტუბიძე. ლანჩხუთელი ნუგზარ გვარჯალაძე და ტარიელ ხუხუნაიშვილი ყველა ჩემპიონატის მონაწილეა,მათ საერთო ჯამში 5-ჯერ აქვს მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და 14 -ჯერ საპრიზო ადგილი.(!)

წლევანდელი ჩემპიონატის პირველივე ტური საკმაოდ სერიოზული და მისასალმებელი სიურპრიზებით დაიწყო, რაც ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა გამოცდილ და ტიტულოვან მოჭადრაკეებთან გამოავლინეს. თენგიზ თოიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა გურიის ორგზის ჩემპიონთან(!), რომელთანაც შუა თამაშში ხარისხსაც კი იგებდა. 15 წლის თეა იმნაძემ ლანჩხუთის არაერთგზის ჩემპიონს ადამ ხუხუნაიშვილს სძლია. ახალგაზრდა თორნიკე მახარაძე გურიის ორგზის ჩემპიონს, ჩოხატაურელ გივი ქორიძეს შეხვდა და ყაიმი ითამაშა,თუმცა ორმხრივ ცაიტნოტში დრო მის მხარეზე იყო. ლანჩხუთელმა 13 წლის თენგიზ სტურუამ ოზურგეთის არაერთგზის ჩემპიონთან კიღურაძესთან საყაიმო პარტიის მოგება შეძლო. სხვა პარტიები შედარებით ლოგიკურად დამთავრდა.გურიის მოქმედმა ჩემპიონმა რომან კუტუბიძეს მოუგო. ჩოხატაურელმა კარლო ცხომელიძემ ნუგზარ გვარჯალაძესთან მოგებულ პარტიაში შეცდომა დაუშვა და ქულა დაკარგა.ტარიელ ხუხუნაიშვილმა კი თავის მოწაფესთან აიღო ქულა. როგორც პირველმა ტურმა აჩვენა ჩემპიონატის მომდევნო ტურები კიდევ უფრო საინტერესო და სიურპრიზებით სავსე იქნება.

ზურაბ ანდღულაძე,

გურიის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.