რატომ არ მისცა ხმა ნარუჯის მაჟორიტარმა დეპუტატმა ინფრასტრუქტურულ პროექტების დამტკიცებას

დამატებულია: 2018-12-27
picture1

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს მუხლობრივად უყარეს კენჭი და საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019-2020 წელს რეგიონებში განხორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.

განკარგულების მიხედვით, 2019-2020 წლებში , ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემდეგი პროექტები განხორციელდება:

ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების - შემოქმედელის -2267 გრძ.მ; საფო მგელაძის-150 გრძ.მ, ლერმონტოვის-305 გრძ.მ. რეაბილიტაცია;

ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით გზის რეაბილიტაცია (5960 გრძ.მ);

 ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით გზის რეაბილიტაცია (5667 გრძ.მ);

 ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის (ეკალდიდი)-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (6150 გრძ.მ).;

სოფ.გაღმა დვაბზუ-ბახვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (2300 გრძ.მ);

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფ ხვარბეთის გავლით კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები -4868 გრძ.მ;

სოფელ ცხემლისიხიდი-სოფ.ვაკიჯვრისგზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1662 გრძ.მ;

 სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაური(ჭალას) სასაფლაომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები 1387 გრძ.მ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განმარტა ამ პროექტებზე 9 244 000 ლარია გათვალისწინებული, თუმცა შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 2019 წელს 12 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

_დაბა ნარუჯა ერთადერთია, სადაც მისასვლელი გზა არ არის. ამაზე ადრეც ვამბობდი. მე სოფლიდან სოფელში გადასასვლელი გზების პროექტს არ მივცემ ხმას- განაცხადა დაბა ნარუჯის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალოდია ბერიძემ.

ვალოდია ბერიძემ სიტყვა შეასრულა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცებას ხმა არ მისცა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.