დავით მჟავანაძე: „აიპების 1 მილონამდე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს პარტიული აქტივისათვის“

დამატებულია: 2018-12-27
picture1

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 28 ხმით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი მიიღო.

საკრებულოს სხდომას ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე დავით მჟავანაძე (სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატია), დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი ბესო ქათამაძე ესწრებოდნენ.

ბესო ქათამაძემ დაბა ნასაკირალში სკოლის ახალი შენობის შესახებ დასვა კითხვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე სკოლაში სველი წერტილი კეთდება, ახალი სკოლის მშენებლობა კი დაპროექტებულია მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის მიერ. ბიუჯეტის შესაფასებლად ყველა კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეს მიეცა სიტყვა.

დავით მჟავანაძემ ასე შეაფასა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი:

_2019 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით გაცილებით უკეთაა შედგენილი. ამას ვამბობ სოციალური მიმართულებით. მაგ. ონკოლოგიურ დაავადებულებზე გაიზარდა დაფინანსება; აღდგა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა.

მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავი ვერ დააღწია პარტიულ დაფინანსებას. ა (ა) იპ-ებში 1 მილიონამდე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს პარტიული აქტივისათვის და გადახარჯვაა...მე წარმოდგენილი ბიუჯეტის მისაღებად კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ.

დავით მჟავანაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე არ დაეთანხმა.

_ პროგრამული ჭრილიდან არაა დახლოებული ეს ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობაც იყო ჩართული. ყველა ფრაქციას უნდა წარმოედგინა წინადადებები. თქვენ არ წარმოგიდგენიათ. არ მესმის თქვენი..

_რა წარმოდგენა გინდოდათ, ახლა გეუბნებით: _მუნიციპალიტეტის 24 მილიონიან ბიუჯეტში 10 მილიონი ხელფასებზეა გათვალისწინებული _უპასუხა მჟავანაძემ.

საკრებულოზე საფინანსო სამსახურმა განმარტა, რომ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსებაზე 5 080 000 ლარი დაიხარჯება.

დავით მჟავანაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.