გურიის სტატისტიკის ბიუროს ბადრი რამიშვილი უხელმძღვანელებს.

დამატებულია: 2019-01-17
picture1

დღეს გურიის სტატისტიკის ბიუროს უფროსის ბადრი რამიშვილის წარდგენა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი, სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბორის ეზუგბაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალეკო სარიშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ. ბადრი რამიშვილის წარდგენის შემდეგ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სამსახურის სტრატეგიის პრეზენტაცია გააკეთა. მანვე უპასუხა დარბაზში დასმულ შეკითხვებს.

როგორც გოგიტა თოდრაძემ მედიასთან განაცხადა, ბიუროს მთავარი ფუნქცია - მოვალეობა რეგიონის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება იქნება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.