კობა დუნდუამ ყაზახეთში სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეებს მასტერკლასები ჩაუტარა

დამატებულია: 2019-01-29
picture1

ანსამბლ `გურიას~ სამხატვრო ხელმძღვანელი კობა დუნდუა ყაზახეთში, მსოფლიო ხალხთა ცეკვების პირველი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო.აღნიშნული კონკურსი 20-23 იანვარს ქ. ასტანაში ჩატარდა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე კობა დუნდუა თავად გვესაუბრა.

+კობა დუნდუა: ყაზახეთში ტარდებოდა მსოფლიო ხალხთა ცეკვების პირველი საერთაშორისო ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი.

ეს იყო გულჟან ტალპაკოვას სახელობის კონკურსი. გულჟან ტალპაკოვას შეიძლება ვუწოდოთ ყაზახური ცეკვების დედა-დედოფალი. მან შექმნა ყაზახი ქალის სახე საკუთარი ქვეყნის ფოლკლორში. იგი 50 წელზე მეტი სოლო პარტიებს ასრულებდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი მაყურებელი მოჰყავდა აღტაცებაში. არაერთი საცეკვაო ნომერი შექმნა,ფოლკლორიდან გადმოიტანა და გააცოცხლა დაახლოებით ოთხი ჟანრის ცეკვა და საფუძველი ჩაუყარა ყაზახური სოლო ცეკვის ხელოვნებას.

_როგორ ჩაიარაკ ონკურსმა?

_არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჟიურში ვიყავით შვიდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.კონკურში მონაწილეობდა ექვსიქვეყანა ტაჯიკეთი,ბაშკირეთი,ყაზახეთი,უზბეკეთი,რუსეთი და ა.შ.

_საქართველო არ იღებდა კონკურსში მონაწილეობას?

_არა, რადგან ჩვენთან სამწუხაროდ სოლო პარტიები არ არის. საქართველოში არის მხოლოდ დუეტები. აღნიშნული კი სოლო პარტიების კონკურსი იყო. შემდეგ, როცა ჩვენ კონკურსს ვაჯამებდით, ქალბატონმა გულჟანმა გამოთქვა სურვილი, რომ გამონაკლისი სახით იქნებიან იმქვეყნებიც წარმოდგენილი, რომლებსაც არ აქვთ სოლო პარტიები. კონკურსი დაიწყო 20 იანვარს. 21-ში გვქონდა ძალიან დიდი მასტერკლასი. ჟიურის ყველა წევრი ვატარებდით მასტერკლასებს. დაახლოებით 200 მოცეკვავეს ჩავუტარე მასტერკლასი ერთი დღის განმავლობაში. Uუცხოელი მოცეკვავეები ვაზიარე ქართულ ცეკვას.

_რა შედეგით დასრულდა კონკურსი?

_ყველა მონაწილემ ძალიან ძლიერი, ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობა გამოავლინა. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად, სამართლიანად გაგვენაწილებინა საპრიზო ადგილები.

_ანამბლ `გურიას~ სამომავლო გეგმებზე გვითხარით. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენი გულშემატკივრები?

_ ჩვენ ვიწყებთ მზადებას სოლო კონცერტისთვის. გვინდა გავმართოთ ახალი პროგრამის პრემიერა. სავარაუდოდ, ეს იქნება ივნისის თვეში. სამწუხაროდ,ოზურგეთში ამ ეტაპზეშესაბამისი დარბაზი არა რის, რადგან თეატრის შენობას სარემონტო სამუშაოები უტარდება. ვფიქრობთ, რა ფორმით მოვახერხოთ, რომ კონცერტი ოზურგეთში ჩავატაროთ. ეს იქნება გურული პროგრამა,ამიტომ ოზურგეთელმა მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს.

_როგორ მიმდინარეობ სანსამბლში თაობათა ცვლა.გყავთ ახალი მოცეკვავეები?

_ ჩვენთან ახალი თაობა ყოველთვის მოდის. ანსამბლი არის ცოცხალი ორგანიზმი.ყოველთვის მიდიან მოცეკვავეები და ამავე დრო სახლები მოდიან. ისე, რომ თაობის ჩავარდნა იყოს, არ არსებობს. ანსამბლი ყოველთვის მუშაობს, ყოველთვის ფორმაშია.

საკმარისიახელმძღვანელობამ თქვას, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წუთს ანსამბლი მზად არის კონცერტისთვის.ასე რომ ანსამბლის მუშაობას თაობათა ცვლა ხელს არ უშლის. პირიქით, ჩვენ ვეხმარებით მოცეკვავეებს. ზოგს `ერისიონსი~უნდა წასვლა, ზოგს `სუხიშვილებთან~, აკადემიურ ანსამბლებში. ჩვენ მათ ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენ გვაქვს სტაჟიორების ჯგუფი.ბავშვები 12-დან 14 წლამდე ეუფლებიან საცეკვაო ხელოვნებას და 14 წლიდან გადაგვყავს ანსამბლში.

_ რა სიახლეები გაქვთ? ახალი ცეკვებზე გვითხარით.

_ ახალი რეპერტუარში გვაქვს გურული ცეკვები. აღვადგინეთ გიორგი სალუქვაძისეული ცეკვები. ჩემი რეპროდუქცით გაკეთდა ცეკვა `ლელო~. ერთი ნომერი დაემატა გურიის საცეკვაო ხელოვნებას. ეს არის ჩემი საავტორო ცეკვა, გურული მხედრების ცეკვა, ჯერ სახელი არ მოგვიფიქრებია,ვართ ფიქრის და ძიების პროცესში. გამოვიდა ძალიან ეფექტური და სასიამოვნოდ საყურებელი ნომერი. იმიტომ, რომ გურული ფოლკლორი, გურიის ისტორიაა მდიდარია.ამ ისტორიიდან შეიძლება ბევრი რამის ამოღება და მასზე საცეკვაო ნომრის შექმნა.

ავტორი: ავტორი მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.