_ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი რიტორიკულად და არა საზოგადოებრივად
_განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ქ. ბათუმში, სასტუმრო „ერა პალასში“ რეგიონების ჟურნალისტებთან გამართულ სემინარზე, სადაც თემას„საქართველოს ევროინტეგრაცია: გამოწვევვები და პერსპექტივები“
_ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოს უფრო ინფორმირებულ და არგუმენტირებულ დისკუსიას ევროკავშირში ინტეგრაციაზე, DCFTA-ის გამხორციელებაზე, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ჟურნალისტების მხრიდან ევროკავშირის საკითხების გაშუქების ხარისხს, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე;
ხელი უნდა შეეწყოს საქართველოს ევროიინტეგრაციის გზაზე არსებული მავნე მითებისა და მოლოდინების გაქარწყლებას და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობა ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების შესახებ. ევროკავშირის, ნატოს კონერენციებზე, სემინარებზე დადის ერთი და იგივე ადამიანების ჯგუფი, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს უმტკიცებენ, რა კარგია ევროკავშირი, ნატო და ა.შ, მაგრამ საჭიროა მეტი საზოგადოებრივი ურთიერთობები, ჟურნალისტების მეტი ჩართულობა, რომლებიც რეგიონებში ინფორმაციებს მიიტანენ მოსახლეობასთან საქართველოს განსაკუთრებულ როლზე,ევროინტეგრაციის პროცესში -ითქვა სემინარზე.
ქ.ბათუმში, სასტუმრო „ერა პალასში“, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით რეგიონების ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ატარებს სემინარს თემაზე: „ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის.“