რეგიონული განვითარების მინისტრი რეგიონების ჟურნალისტებს შეხვდა

დამატებულია: 2019-02-14
picture1

ქ. ქობულეთში, სასტუმროში „Georgia Palase Hotel &Spa“ საქართველოს რეგიონული მედიისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს მედია ტურს. დღის განმავლობაში მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილები ჟურნალისტებს ესაუბრნენ სამინისტროს 2019-2022 წლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ და პასუხები გასცეს მათ შეკითხვებს.

მინისტრის თქმით, მათი ამოცანაა ძლიერი თვითმმართველობის ხელშეწყობა და რეგიონების განვითარება.ამ მხრივ სიახლეა ფინანსების დეცენტრალიზაცია და ტრანსფერების ფორმულის შეცვლა. 2019 წელს ტრანსფერების თანხა 105 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც სატრანსფერო თანხის მთლიანი მოცულობის 13 პროცენტია.

სამინისტრო მუშაობს კარგი მმმართველობის გასაძლერებლად, საჯარო მოხელეევის კვალიფიკაციის ასამაღებლად, სერვისების განვითარებისთვის. სიახლეა ინტერმუნიციპალური მმართველობა, როცა ერთ მუნიციპალიტეტს შეუძლია შეუკვეთოს მეორე მუნიციპალიტეტის გარკვეულ სერვისზე მომსახურება.

2019-2022წლების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა შემუშავდა 4 რეგიონისათვის. საპილოტე რეგიონებს შორის შორის გურიის რეგიონიცაა.

ჩქაროსნული მაგისტრალი წითელი ხიდი-სადალხო-სარფის მშენებლობაზე, სადაც 227 კილომეტრი ახალი მაგისტრალი უნდა აშენდეს 2019-2025 წლებში 5,1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ჩქაროსნული მაგისტრალის _ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს, შემდეგი ეტაპი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი იქნება, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გაზეთ „ალიონის“ შეკითხვაზე, განხორციელდება თუ არა 2109 წელს მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის _ოზურგეთის მხარეთმცოდნების მუზეუმის რეაბილიტაცია, მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელს და ოზურგეთს ძალიან კარგი მუზეუმი ექნება.

საკმაოდ რთული გამოდგა კურორტ ბახმაროს თემა, სადაც როგორც ითქვა, სააგარაკო სახლების მფლობელების ერთი ნაწილი ვერ ახერხებს მათ რეგისტრაციას და აქ მიწების რეგისტრაცია კორუფციის დიდი წყაროა ...

მაია ცქიტიშვილმა ამ რეპლიკას სამწუხარო რეალობაუწოდა და განაცხადა, რომ კურორტ ბახმაროში 2500 კომლიდან,ჯერ-ჯერობით 1400 რეგისტრირებული.

მინისტრმა კურორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე და ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე ახალი სკვერის მშენებლობაზე ისაუბრა მისივე თქმითბახმაროში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი მუშავდება.

გაზეთი „ალიონი“ სოფელ მერიაში აეროდრომის მშენებლობის პერსპექტივით დაინტერესდა:

_ქალბატონო მაია, სოფელ მერიაში 1962-1965 წლებში იყო სამოქალაქო აეროპორტი, სადაც ყოველდღიურად სრულდებოდა რეისი: ოზურგეთი-თბილისი-ოზურგეთი; 90-იან წლებში სამოქალაქო აეროპორტი აღდგა და სრულდებოდა სამგზავრო-სატვირთო რეისები ოზურგეთი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. გაზეთ „ალიონთან“ ინტერვიუში ამ თემაზე ოპტიმისტური განცხადება გააკეთა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ. რა ხდება ამჟამად?.თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს მერიის ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია. ნაგავსაყრელის აქ არსებობა გამორიცხავს აეროპორტის არსებობას..

__- საქართველოში სამოქალაქო აეროპორტების განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს. ბუნებრივია, მასში მერიის აეროპორტის სასიკეთო განვითარებაზეც იქნება საუბარი . თქვენი გუბერნატორი ცდილობს რეგიონში ახალი პროექტები განხორციელდეს, რაც მისასალმებელია.რაც შეეხება მყარი ნარჩენების ნაგასაყრელს, ჩვენ უახლოეს წლებში უფრო დიდი ტევადობის რეგიონულ ნაგასაყრელების მოწყობის გეგმაზე ვმუშაობთ.

მინისტრმა გურიაში განსახორციელებელ წყალმომარაგების პროექტებზეც ისაუბრა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.