„პრაქტიკულად ჩამკვდარი ეროვნული ეროვნული მოძრაობის ნაწილი უნდა შემოვაბრუნოთ“

დამატებულია: 2019-02-22
picture1

ჰელსინკის ჯგუფის შეხვედრა ქ. ოზურგეთში

ალიონი. გასულ პარასკევს ქ. ოზურეთში ჰელსინკის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული პარტიის ოზურგეთისა და ჩოხატაურის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ რცხილაძე და საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის გამგეობის თავმჯდომარე მზია სულაძე.

_ ჰელსინკის კავშირი აღარ ფუნქციონირებს. 1999 წელს პარტიაში მომხდარი განხეთქილებისას დავტოვე მისი რიგები. იცით შეიქმნა პარალელური პოლიტიკური პარტია „ჰელსინკის კავშირი _აღორძინება.“

ჩვენი მიზანია რეგიონებში შევქმნათ ჰელსინკის ჯგუფები. იგი უკვე შეიქმნა რუსთავში, ფოთში, დღეს ოზურგეთში ვართ. 9 მარტს კი _ქუთაისში გაიმართება ანალოგიური შეხვედრა_აღნიშნა ზურაბ რცხილაძემ.

შეხვედრაზე ჰელსინკის ჯგუფის მიზნებსა და ამოცანებზე მზია სულაძემ ისაუბრა:

- პრაქტიკულად ჩამკვდარი ეროვნული მოძრაობის ნაწილი იქნებ შემოვაბრუნოთ.

დღეს უცხოური ძალები ქართველის წაშლას გეგმავს. პარლამენტი მორჩილებაში ჰყავთ, არასამთავროებს გრანტებს აძლევენ, ხელისუფლებას ქვეყანა არა განვითარებისკენ, არამედ დასასრულისკენ მიჰყავს. უცხო ძალები ჯერ პატარა ერებს დაესივნენ. მათ უნდათ დააჩლუნგონ ქართველი ხალხი და მონის მდგომარეობამდე მიიყვანონ, მაგრამ ვფიქრობთ, თუ კაცობრიობა უნდა გადარჩეს, ქართველებიც უნდა გადარჩნენ.

არავის ინდობენ. ახლა ბავშვებსაც მიადგნენ და საბავშვო ბაღებში სექსუალური „განათლების“ შეტანას ცდილობენ.

სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაა ეკლესიაშიც, სადაც მხოლოდ ქადაგებენ მორჩილებას .როცა მართალი ხარ სიმართლე უნდა ვთქვათ.ერთმანეტის გატანა უნდა ვისწავლოთ. სულიერი მხნეობაა ჩვენი მიზანი: „მამული, ენა სარწმუნოება.“ დუმილი უფრო საშიშია, ვიდრე ბრძოლა.ღმერთმა სიტყვით შექმნა სამყარო, ამიტომ სიტყვით უნდა ვიბრძოლოთ, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს. უნდა ვიბრძოლოთ ეროვნული მეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის _ აღნიშნა ჰელსინკის ჯგუფის გამგეობის თავმჯდომარემ.

მზია სულაძე მიგრანტების თემასაც შეეხო და თქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ მაროკოში ხელი მოაწერა საქართველოში აფრიკის ქვეყნებიდან და საუდის არაბეთიდან მიგრანტების შემოსვლას. პირველ ეტაპზე 200 000 მიგრანტზეა საუბარი.. მიმღები ქვეყანა ვალდებულია საზღვართან დაახვედროს ქვეყანაშო შემომსვლელს გამზადებული საბუთები, უზრუნველყოს ბინით და სამსახურით.

ამის შემდეგ ზურაბ რცხილაძემ განაცხადა, რომ „ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო უსამართლობასთან ბრძოლაში“..

ადგილობრივებიდან სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი ზაურ კოსტავა და ჰელსინკის ჯგუფის წევრი ვახტანგ მამეიშვილი, რომლებმაც სამართლიანობის აღდგენის თემაზე ისაუბრეს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.