ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდინარე ბახვისწყლზე ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანმა“ შპს „ასკანგელ ჯგუფს,“ „ბახვის ჰესი -3“,საქართველოს სატყეო დეპარტამენტს და სოფელ მთისპირის მოსახლეობას გადასასვლელი ხიდი გადაუკეტა.
საქმე იმაშია რომ, ბერძნული კომპანია„სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანიმ“ 1997 წლის 16 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა მაღაროთა სამმართველოს აქციების 97,7 %. ისინი გახდნენ ერთ-ერთი მძლავრი საწარმოს მფლობელები საქართველოს სინამდვილეში, რომლის პროდუქცია ერთ-ერთი პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში.
მაშინ დიდი იმედით შეხვდა ბერძნული კომპანიის შემოსვლას საწარმოს კოლექტივი და ოზურგეთის მოსახლეობა.
მანანა ანდღულაძე, მაღაროთა საამრთველოს ლაბორატორიის უფროსი:
_მართალია ბერძენმა ე.წ. „ინვესტორებმა“ ორი ქარხანა შეისყიდეს და მათი საკუთრება იყო, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა მიეცათ მათთვის უმოქმედოდ გაჩერების, ნგრევის და განადგურების უფლება. 20 წლის მანძილზე წლობით იყო გაჩერებული ქარხნები, თუ არ ჩავთლით პირველ ორ წელს. სიძველისა და უმოქმედობის გამო მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა საკარიერო ტექნიკა. საწარმოში ახალი ტექნიკის შეძენა ან გადაიარაღება არ მომხდარა,საწარმოს განვითარებისთვის არაფერი არ გაკეთებულა. ბუნებრივია ამის ფონზე იზრდებოდა მუშა-მოსამსახურეების უკმაყოფილება, რადგან წლობით გაუცემელი სამადლო ანაზღაურების ხელფასის ოდენობა საარსებო მინიმუმსაც არ უტოლდებოდა, რასაც მოჰყვა 2003-2004 წლებში მუშა-მოსამსახურეთა მღელვარება, საპროტესტო აქციები, გაფიცვები, შიმშილობა.
შედეგი? ბერძნულმა კომპანიამ მაღაროთა სამმართველოს 720-კაციანი კოლექტივი ჯერ 120 კაცზე დაიყვანა, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით უფასო შვებულებაში გაუშვა.
_რა რეაქცია ჰქონდათ მუშა-მოსამსახურეთა მოთხოვნებზე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას?
_ოზურგეთში ჩამოვიდა გარემოს დაცვის მინისტრი.შეიქმნა სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის კომისია, რომელმაც 2004 წლის 21 მაისის აქტით გამოავლინა, რომ ბენტონიტური თიხის მოპოვების სალიცენზიო პირობა შესრულებული არ არის..
ბეძნულმა კომპანიამ კარგად იცოდა ციხისუბნის კარიერზე არსებული მდგომარეობა და შეიმუშავეს საბადოს დამუშავების ახალი პროექტი. მათ ასევე მეწყერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოიწვიეს სპეციალისტები თბილისიდან, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს და არ შეასრულეს ფირმა „ჯეენექს“-ის დასკვნები და რეკომენდაციები, პირიქით ახალი მეწყერსაშიშროება შეიქმნა კარიერის ტერიტორიაზე.
წლების განმავლობაში უმოქმედობის გამო ჩამოშლილი და ჩამორეცხილია მოქმედი მუშა საფეხურები; დანაგვიანებულია სამუშაო მოედნები გაჯირგვებული თიხოვანი და ფუჭი ქანების სახით.
_ქალბატონო მანანა, რა იყო ბერძნული კომპანიის მიზანი?
_მხოლოდ ფაქტებით ვისაუბროთ. უკანონო გარიგება დღევანდელი საბოტაჟის მიზეზი გახდა. როგორ ვერ შეძლეს მათ 20 წლის განმავლობაში სტაბილური და სერიოზული მომხმარებლის პოვნა, როცა ამ ხნის მანძილზე საბერძნეთში, კუნძულ მილოსზე არსებული მათი კუთვნილი ანალოგიური საწარმოს გაყიდვები 600 ათასი ტონა პროდუქციიდან 1 200 ათას ტონამდე გაიზარდა. გამოდის, რომ კომპანიის მიზანი იყო არა ოზურგეთის საწარმოს განვითარება, არამედ მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიის მიზნით შპს „ასკანას“ სიმძლავრეების ეტაპობრივი განადგურება და კონკრეტული საწარმოს ბლიკირება, რაც ნამდვილად კარგად გამოუვიდათ.უფრო მეტიც, მათ ახალი მანქანა-დანადგარები დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. როგორიცაა ძვიდადღირებული, მძიმეწონიანი ელექტროექსკავატორი, ავტომანქანა „ბელაზები“ და კიდევ სხვა ტექნიკა. ეს იყო ქვეყნის მიმართ განხორციელებული ეკონომიკური დივერსია.
_ რა არ გააკეთა სახელმწიფომ?
_ბერძნულ ფირმას სახელმწიფო ბიუჯეტში 20 წლის განმავლობაში რეალურად ჯარიმების გარდა არაფერი არ შეუტანია. 20 წლის განმავლობაში შპს „ასკანას“ მოგება არ ჰქონია. ე.ი. ფირმას არ გადაუხდია არც ერთი თეთრი ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით. ნაკისრი ვალდებულებიდან ფირმას 30-40 % რომ ემუშავა, ქვეყნის ბიუჯეტში 2-3 მილიონი ლარი მაინც შევიდოდა...
_ რას აპროტესტებთ ამჟამად?
_იცით,რომ შეიქმნა კომპანია „ასკანგელ ალიანსი“, რომელსაც თიხის გადამამუშავებელი საწარმო გააჩნია სოფ. გაღმა დვაბზუში და ვანისქედის კარიერიდან მოპოვებულ თიხას ამუშავებს. დასაქმდა 120 კაცი.
2017 წლის ბოლოს ბერძნულს კომპანიას სოფელ მთისპირში წიაღისეულის მოპოვების ვადა დაუმთავრდა და სახელმწიფომ ციხისფერდის კარიერში თიხის მოპოვების ლიცენზია „ასკანგელ ჯგუფს“ გადასცა.
მაგრამ, ჰოი საოცრებავ, „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანმა“ჯერ შპს „ასკანას“საწარმოს ეზო ჩაკეტა და გამაფრთხილებელი აბრა გამოაკრა „კერძო საკუთრება.“ რამდენიმე თვის წინ კი ციხისფერდის კარიერის მისასვლელთან, მდინარე ბახვისწყალზე 2 -მალიანი ხიდის წინ ბეტონის კუბიკები დააწყო და გზა გადაკეტა.
_ციხისუბნის კარიერის ლიცენზია ამჟამად ხომ „ასკანგელ ჯგუფს“ აქვს გადაცემული?
_ კი, ასეა, მაგრამ არის ერთი კურიოზი. თავის დროზე სახელმწიფომ„სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანს“ მდინარე ბახვისწყალზე არსებული ხიდიც გადასცა. ახლა კი ამ ბერკეტს კარგად იყენებს, რომ ციხისუბნის კარიერის ამუშავებას ხელი შეუშალოს.
_ ჩვენი ინფორმაციით, ხიდზე მოძრაობის ჩაკეტვის მიზეზი მისი ავარიული მდგომარეობაა..
_ვინ „პატრონობდა“ ხიდს 20 წლის განმავლობაში? ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა? „ასკანგელ ჯგუფმა“ დაიწყო ხიდის გამაგრების სამუშაოები, მაგრამ ბეტონის კუბიკების დაწყობის შემდეგ შეაჩერა. არა მარტო „ასკანგელ ჯგუფი“ პრობლემა აქვს „ბახვი ჰესი“-ს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ანძებს, რომელთაგან ერთ-ერთის ძირში (კვიჩილაური) მეწყერი დაიძრა და შესაძლოა ანძა წაიქცეს. გზა გადაკეტილია. გადაადგილების პრობლემა აქვთ სატყეო დეპარტამენტის რეინჯერებსაც. ასეთივე მდგომარეობაშია სოფლის მოსახლეობის ნაწილი, რომლებსაც თხილის პლანტაციები და საყანე ფართობები აქვთ მდინარის გაღმა ტერიტორიაზე.
მოკლედ, 20 წლის მანძილზე ხომ დააქციეს აქაურობა, ახლა ადგილობრივ მეწარმეებს არ აძლევენ საშუალებას, რომ მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ჩაატარონ, კარიერი აამუშაონ დამატებით კიდევ 200 კაცი დაასაქმონ.
იმედი გვაქვს, ადგილობრივი, სამხარეო და ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესდება ამ თემით. მით უმეტეს, საწარმოების ამუშავება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მათი პროგრამის შემადგენელი ნაწილია.
(აღნიშნულ თემაზე ვრცელ სტატიას „ალიონის“ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ).