მიმდინარე წლის 25 თებერვლის გაზ. ,,ალიონის“ სტატიამ მოსახლეობას ამცნო ,,სასიხარულო“ ამ-ბავი: ,,მთავრობა გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამ-აშების განვითარებას ხელს შეუწყობს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტით ,,დასახელებულ ლოკაციებზე მოგვარდება ადგილობრივი დასაქმების პრობლემა“, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი, შენელდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი.
მართლაც რომ ,,საამაყო“ დამოკიდებულებაა მთავრობის მხრიდან. და ეს კეთდება ბაზრის სიმწირის გამოსწორების მიზნით, რომ ისედაც ამ გაღატაკებულ, სიდუხჭირით წელში მოხრილ მოსახლეობას, თითოეულ ოჯახს და რეგიონში დარჩენილ ხელზე ჩამოსათვლელ დაუსაქმებელ ახალგაზრდას, ვინც ვერ შეძლო საზღვარგარეთ გაქცევა ახალი უბედურება სრულებით გაუნძრევლად ახლოს მიუტანონ. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნულ ლოკაციებზე აშენებული და ასევე არსებული სასტუმროების შენობებში განთავსებული აზარტული თამაშების სერვისები (სამორინე) განსხვავებით დაიბეგრებიან ან თავისუფლდებიან სანებართვო მოსაკრებლისაგან 10 წლის განმავლობაში.
ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ.
როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი მოსახლეობა, არ გაგაჩნდეს ეროვნული ინტერესები, არ ფიქრობდე მის ახლანდელ მდგომარეობაზე და არ გაგაჩნდეს მომავლის იმედი, ან სრულებითაც ვერ ერკვეოდე მის გუშინდელ წარსულშიც კი, რომ დასაქმების პრობლემის ან თუნდაც ტურისტების მოზიდვის მიზნით ამ ღვთისნიერი ქვეყნის ზღვი-სპირა სუბტროპიკულ რეგიონებში აზარტული თამაშების, მარიხუანას თუ სხვა ერისათვის გამანადგურებელი პროექტის გარდა, სხვა რეალური და ოპტიმალური პროექტი ვერ (თუ არ) მოიფიქრო.
- ეს მაშინ, როცა აზარტულმა თამაშებმა და კაზინოებმა არა ერთი ახალგაზრდა დაღუპა და გაანადგურა ოჯახები;
- ეს მაშინ, როცა ჭარბვალიანობა დიდი დოზით სწორედ აზარტულ თამაშებთან იყო კავშირში; ეს მაშინ, როცა ბანკებში დაწესებული შეზღუდვებისას აზარტული თამაშების წახალისება ახალგაზრდებს სწორედ ქურდობისკენ (საკუთარი ოჯახებიდანაც) გაუჩენს მიდრეკილებას და გაიზრდება ქურდობისა და დაყაჩაღების ფაქტები;
- ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ერთის მხრივ გამოცხადდა განათლების პრიორიტეტი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სრულიად შეუ-თავსებელია აზარტული თამაშების წახალისებასთან;
- ეს მაშინ, როცა ქვეყანა და ყველაზე მეტად გურიის რეგიონი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას;
- ეს მაშინ, როცა ქვეყნის ახალგაზრდობა სწორედ იმიტომ გარბის უცხოეთში, რომ არ არიან დასაქმებული და წარმატებებზე მო-ტივირებულნი, მაგრამ აზარტული თამაშები არ ქმნის წარმატების მო-ტივაციას;
- ეს მაშინ, როცა მრავალ ქვეყანაში არ არსებობს აზარტული თამაშების სერვისი, მაგრამ დიდია ტურისტული პოტენციალი;
- ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანას, უამრავი საამაყო გაგვაჩნია, მათი წარმოჩინება უნდა იყოს სწორედ ტურიზმის განვითარების მიზანი და არა ქვეყნის დამამცირებელი და უღირსი საშუალებები;
- ეს მაშინ, როცა აზარტული თამაშებით ტურიზმის განვითარების მიზნის დასახვა ქვეყნის ღირსების შელახვაა და ასეთი გზით ბიუჯეტის შევსებაც მხოლოდ დამცირებაა და არა სიამაყე;
-ეს მაშინ, როცა გურიის რეგიონში ისე როგორც მთელ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომლებშიც მთავრობა არ ერევა და არ ხდება არავითარი რეგულირება თუ დახმარება;
- ეს მაშინ როცა უამრავი პროექტი არსებობს, რომელთა განხორციელება რეგიონისა და სუბტრო-პიკული ზონის პირობებში უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის სტაბილური შემოსავლებით უზრუნველყოფას;
- ეს მაშინ, როცა პროექტები ვერ ხორციელდება სწორედ მთავრ-ობის დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე.
აზარტული თამაშებისათვის ხელშეწყობა არის კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღები? ეს არის სწორედ თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის დეფიციტი. ,,თვიმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა შინაარსობრივი ტავტოლოგიაა... ჩვენი თვითმმართველობა სიტყვითაა თვითმმართველობა“ და არა რეალურად,-აღნიშნავს დემოკრ-ატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე.
მინდა მივმართო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელს ბატონ ქობულიას რეგიონისათვის დახმარებისა და ხელშეწყობის სურვილის პირობებში შევთავაზებთ არაერთ ოპტიმალურ, რეალურ განვითარებაზე დაფუძნებულ პროექტსა და წინადადებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის მასიურ დასაქმებას და მათი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ნანული ორაგველიძე,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დეპუტატი.