პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ოზურგეთში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დავით მდინარაძეს წარადგენს.

დამატებულია: 2019-03-27
picture1

ეს ინფორმაცია დღეს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციამ გაავრცელა:

„ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის შუალედურ არჩევნებში (მესამე მაჟორიტარული ოლქი) წარმოგიდგენთ ჩვენი საზოგადოებისთვის პატივსაცემ პიროვნებას, ცნობილ ექიმს დავით მდინარაძეს.

დავით მდინარაძე ოზურგეთში პედიატრიული კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში ჩართულია საზოგადოებრივ პროცესებში და არის არა ერთი პოზიტიური ინიციატივის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიებში.

გვჯერა, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დავით მდინარაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურება ჩვენს საზოგადოებას და მუნიციპალიტეტს.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.