როგორც გაზეთ „ალიონს“ აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კვირის ბოლოს ოზურგეთში ჩამოდის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ქ. ოზურგეთში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სხვა ობიექტებს მინახულებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.