ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2019 წლის 24u30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემისსპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის რეგიონში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება წითელა და მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევები მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
საქართველოში 2019 წელს დაფიქსირდაწითელას 3075 შემთხვევა შემთხვევა.
წითელა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. არავაქცინირებული ბავშვები წითელათი დაავადებისა და მისი გართულებების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშიმყოფებიან.ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო აცერი და დაიცავი!
გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა აცრები.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციისეფექტურობას.
• ნებისმიერს შეუძლია შეიტანოს წვლილი ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაში
• მოდით ერთად ვიმოქმედოთ
• ვაქცინაციის ჩატარებით თითოეული მშობელს უდიდესი წვლილი შეაქვს როგორც საკუთარი შვილების ასევე სხვების ჯანმრთელობის დაცვაში.
• მეცნიერებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შექმნით. მიმდინარე ინოვაციები უფრო
მეტი დაავადებებისაგანდაცვის შესაძლებლობას შექმნის მომავალში.
• ექიმები ვაქცინაციაზე ყველაზე სანდო წყაროა მათი პაციენტებისათვის. ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებით ხდება სოცოცხლეს გადარჩენა.
• ვაქცინაციის შესახებ ფაქტების გაზიარებით ყველას შეუძლია გაზარდოს ვაქცინაციის შესახებ ცნობიერება იმუნიზაციის შესახებდა ამით გადაარჩინოს მილიონობითსიცოცხლე.
• საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი იმ დაავადებების გარეშე რომელთა პრევენცია ვაქცინაციით არის შესაძლებელი ვაქცინები მოქმედებს!
იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს;
ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის 2/3-ით შემცირებას, აუცილებელია მოსახლეობაში მაღალი იმუნური სტატუსის შენარჩუნება აცრებით მოცვის სათანადო მაჩვენებლითუზრუნველყოფით მართვადი ინფექციების მიმართ;
გლობალური მიზნები ვაქცინებით მართვად დაავადებებთან მიმართებაში იმუნიზაციის სისტემების გაძლიერება, მათ შორის ახალი ვაქცინების და ტექნოლოგიების დანერგვა; წითელას და წითურას აღმოფხვრა;პოლიომიელიტისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება;აცრებით მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესება:წითელა- წითურა ყბაყურა ვაქცინის პირველი და მეორე დოზით მოცვის 95% მაჩვენებლის მიღწევა;დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინებით ასაკის შესაბამისად მოცვის 95% მაჩვენებლის მიღწევა;ვაქცინაციის ისტორია ვაქცინაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.
ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზეეფექტური, სანდო და უძველესი საშუალებაა. ვაქცინოლოგია, როგორც მეცნიერება, უკვე ცნობილია 200 წელი და აქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფითა და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი - აი არასრული სია დაავადებებისას, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.
რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის , როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციების და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო ვაქცინაციას. იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს: 1 წლამდე ასაკში ჩატარებული აქვს 12 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ (მონო), 3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის და 2 პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა; 1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 4 აცრა: წწყ, პკვ, დყტ და ოპვ ; 5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ; 14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ. იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი –სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან , რომლის წინააღმდეგაც აცრები ჩაუტარდა.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას. დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. უნდა გვახსოვდეს რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!
აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსი არჩილ მჟავია.