რა მოხდა ანასეულის #57 საარჩევნო უბანში?

დამატებულია: 2019-05-19
picture1

ოზურგეთში მიმდინარე არჩევნების მიმდინარეობაზე გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერმა მიხეილ გოგოტიშვილმა გააკეთა.

_არჩევნები ოზურგეთის #3 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში ძირითადად ექსესების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მმართველ პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანთან მობილიზებული ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამ უბნებთან.

ანასეულის #57 საარჩევნო უბანში კომისისიის ერთ-ერთ წევრს 73 გაცემული ბიულეტენიდან 72 -ზე ჰქონდა ხელმოწერა ჰქონდა გაკეთებული ,ერთი ბიულეტენი ისე იყო გაცემული, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს _გვითხრა გოგოტიშვილმა.

ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის თქმით, ანასეულის საარჩევნო უბანში ერთ-ერთ მთვლელს ბიულეტენის გაცემისას მოუვიდა შეცდომა და ერთი ბიულეტენი ხელმოწერის გარეშე გასცა, რაც დააფიქსირა „სამართლიანმა არჩევნებმა“, დაიწერა შესაბამისი საჩივარი. პრობლემა დროულად აღმოიფხვრა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.