მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის (ჭალა) სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოასფალტდება 1 387 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხები, რისთვისაც 345 000 ლარია გამოყოფილი. სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა და მოეწყო ახალი ხიდი. სამუშაოებს შპს ,,პალადა“ ასრულებს. პროექტის მიმდინარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე გაეცნო.
დაფინანსებული ფართი